„1000-Lb Sisters“-ის ვარსკვლავმა, ემი სლეიტონმა, საჯაროდ განაცხადა, რომ წონის კლება „აწუხებს“, რამაც მისი ფანები შოკში ჩააგდო. თაყვანისმცემლებს ეგონათ, რომ ის ბედნიერი იყო შეთხელებული სხეულით, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ემის ჯერ კიდევ აქვს პრობლემები საკუთარ წონასთან დაკავშირებით და ვერ აცნობიერებდა, რომ წონის კლება ასე იმოქმედებდა მასზე. ამ სეზონზე ემი სლეიტონის ცხოვრებაში ბევრი მოვლენა მოხდა. ის ბრაიანთან ქორწილს გეგმავდა, თუმცა ამ პროცესში სირთულეებიც შეექმნა. ემი და ტემი სერიოზულად იჩხუბეს, რის გამოც ტემი ემის ქორწილში არ დასწრებია. ემი ბრაიანზე გასულ წელს, ჰელოუინზე დაქორწინდა. ფანებს ძალიან გაუხარდათ, რომ მან თავისი ბედნიერება იპოვა. მიუხედავად ამისა, მას და ტემის ურთიერთობების დალაგება მოუწევთ, რადგან ოჯახი მათ გარეშე სრულყოფილი არ არის. თაყვანისმცემლებს საშუალება მიეცათ ენახათ, როგორ ირჩევდა ემი საქორწილო კაბას, ყვავილებს, აგემოვნებდა ტორტს და სხვა დეტალებს. საქორწილო ფორმაში ჩასადგომად ემი სლეიტონმა ბანჯი-ჯამპინგის ვარჯიშებზე დაიწყო სიარული. სწორედ ამ აქტივობის დროს მიხვდა, რომ წონის მკვეთრი კლების შედეგად გაჩენილი ზედმეტი კანი უშლიდა ხელს. „ბოლო დროს ჩემი წონის კლების პროცესი ძალიან კარგად მიდის და ახლა, როცა შედარებით გამხდარი ვარ, ეს კიდევ უფრო მაწუხებს. ეს აღკაზმულობები არ იყო შექმნილი ჭარბი კანის მქონე ადამიანებისთვის, გეტყვით. ჩემი ცხიმოვანი ნაოჭი თასმასა და ფეხს შორის ექცეოდა“, – განაცხადა ემი სლეიტონმა. მან ასევე ვერ შეძლო ზოგიერთი ვარჯიშის შესრულება, რადგან ეცემოდა. ემი ზედმეტი კანის გამო იტანჯებოდა და ეს ის არ იყო, რასაც ის ელოდა. როგორც ჩანს, ემის პრობლემები ჰქონდა მოშვებულ კანთან დაკავშირებით, რაც ბანჯი-ჯამპინგის გაკვეთილზე მისი კანის ფეხებსა და თასმას შორის მუდმივად გაჭედვაში გამოიხატებოდა. ფანები შოკირებულები იყვნენ იმის გაგებით, რომ ეს ასე ძალიან აწუხებდა მას. თუმცა, სავარაუდოდ, მას მოეწონებოდა თავისი წონა, თუ ზედმეტი კანი არ იქნებოდა.