ანიმეს გახმოვანების მსახიობები არიან: დონა სია, რაშელ მეი, ჯორდან კოლეა, ჯილიან ლენჯი, ლილი გასტი, ტაისონ რაინჰარტი, კევინ დი. თელველი, იტან გალიარდო, ბენ სტეგმაირი და ჯიმ ფორონდა, რომლებმაც ასევე დამატებითი პერსონაჟები გაახმოვანეს. ხმის რეჟისორი იყო შონ გენი, ხოლო პროდიუსერი – სიუზი ნიქსონი. ადაპტაციაზე მეთიუ გრინბაუმი მუშაობდა, მიქსერი იყო რიკი უოტკინსი, ხოლო ინჟინერი – ვიქტორ აკოსტა. ანიმეს დებიუტი 28 ივნისს შედგა. Crunchyroll-ი სერიალს ეთერში გასვლისთანავე ავრცელებდა. ანიმეს რეჟისორი და სერიალის სცენარების ხელმძღვანელი იყო შინია იინო (Dr. Stone, Dr. Stone: Stone Wars-ის რეჟისორი). პერსონაჟების დიზაინერი იყო კეიტა ნაგაჰარა (Violet Evergarden, Sound! Euphonium, Sonny Boy-ის წამყვანი ანიმატორი). ნამუშევარი ENISHIYA-მ შექმნა. Viz Media-მ მანგაზე ლიცენზია მოიპოვა. ტაიზან 5-მა მანგის დებიუტი Shueisha-ს Shonen Jump+-ში 2021 წლის დეკემბერში მოახდინა და 2022 წლის მარტში დაასრულა. Shueisha-მ მეორე და საბოლოო შეკრებილი ტომი 2022 წლის აპრილში გამოსცა. მანგა ასევე ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე Shueisha-ს MANGA Plus-ზე. მანგა ნომინირებული იყო რიგით მე-16 Manga Taisho Awards-ზე და რიგით 27-ე Annual Tezuka Osamu Cultural Prizes-ზე 2023 წელს. სერიალმა მიიღო Manga Kingdom Tottori-ის ჯილდო 51-ე Japan Cartoonists Association Awards-ზე 2022 წელს. მანგა 2022 წელს Kono Manga ga Sugoi! (ეს მანგა საოცარია!) სახელმძღვანელოს ტოპ 20 მანგას სიაში, მამაკაც მკითხველთათვის, მე-3 ადგილზე გავიდა. წყარო: Crunchyroll (ლიამ დემპსი)