ახალი იურიდიული დრამა „Conviction“ მალე Hulu-ზე
იურიდიული დრამა „Conviction“ მალე გამოვა Hulu-ზე. დევიდ შორის ახალ სერიალში მთავარ როლს ელიზაბეტ მოსი შეასრულებს და ის ჯეკ ჯორდანის 2023 წლის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება.
„Deadline“-მა სერიალის შესახებ შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა: „შორის მიერ დაწერილ სერიალ „Conviction“-ის ცენტრშია კრიმინალური ადვოკატი ნევ ჰარპერი (მოსი), თავდაჯერებული იურისტი, რომელსაც საბოლოოდ ეძლევა შანსი, კარიერის შემცვლელი საქმე აიღოს: გახმაურებული მკვლელობა, სადაც ქმარს ცოლის მოკვლა და სახლის დაწვა ედება ბრალად. მაგრამ როდესაც იდუმალი უცხო პირი ნევის შანტაჟს იწყებს, ის იძულებულია დაარღვიოს ყველა სამართლებრივი, მორალური და ეთიკური ვალდებულება, რათა გამამართლებელი განაჩენი მიიღოს – წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ბნელი საიდუმლოებები გამჟღავნდება.“ Hulu-ს სერიალის გადაღებები ივნისში დაიწყება, სცენარისტების ჯგუფი კი ამ თვის ბოლოს შეუდგება მუშაობას. პრემიერის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
წყარო:
tvseriesfinale.com