ალისა ფარა გრიფინი ოფიციალურად დედა გახდა! The View-ის თანაწამყვანს, წლების განმავლობაში ნაყოფიერებასთან დაკავშირებული სირთულეების შემდეგ, მეუღლე ჯასტინ გრიფინთან ერთად პირველი შვილი შეეძინა. ორსულობის შესახებ განცხადებიდან ოთხი თვის შემდეგ, 36 წლის ალისამ ბავშვის დაბადების ამბავი 11 თებერვალს გაავრცელა. სინამდვილეში, ამ სასიხარულო ამბის საჯაროდ გამოცხადება The View-ის ეთერში Whoopi Goldberg-მა ითავა. „პირველ რიგში, გვინდა მივულოცოთ ალისას და მის მეუღლე ჯასტინს ვაჟის დაბადება“, - განაცხადა გოლდბერგმა. „ის შვიდ ფუნტს იწონიდა და 19,5 ინჩის სიგრძის იყო. დედაც და ბავშვიც კარგად არიან. დარწმუნებული ვარ, დაღლილები არიან“.