ანდერსონ კუპერმა „60 Minutes“-ზე ბოლო სიუჟეტი მოამზადა. ცნობილმა ტელეწამყვანმა CBS-ის საინფორმაციო გადაცემა ორი ათწლეულის შემდეგ დატოვა. ის გადაცემას 2006-2007 წლების სეზონზე შეუერთდა. Deadline-ის ცნობით, მისი წასვლა კვირას, მისი ბოლო სეგმენტის ეთერში გასვლისას გამოცხადდა. კუპერმა CBS-ის სერიალიდან წასვლის შესახებ შემდეგი განცხადება გააკეთა: „60 Minutes“-ის კორესპონდენტობა ჩემი კარიერის ერთ-ერთი უდიდესი პატივი იყო. მე მქონდა შესაძლებლობა, მომეყოლა საოცარი ისტორიები და მემუშავა ინდუსტრიის საუკეთესო პროდიუსერებთან, რედაქტორებთან და ოპერატორებთან. თითქმის ოცი წლის განმავლობაში ვახერხებდი ჩემი სამუშაოების დაბალანსებას CNN-სა და CBS-ზე, მაგრამ ახლა პატარა შვილები მყავს და მინდა, რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო მათთან, სანამ მათ ჯერ კიდევ უნდათ ჩემთან ერთად დროის გატარება.“ კუპერი CNN-ში დარჩება მას შემდეგ, რაც გასული წლის ბოლოს საკაბელო საინფორმაციო ქსელთან ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.