მწერალ ტენივოჰას (Teniwoha) და მხატვარ რიიჩუს (Riichu) ლაით ნოველის, „ბატონო დეტექტივო, კვლავ მოგკლეს?“ (Mata Korosarete Shimatta no desu ne, Tantei-sama) სატელევიზიო ანიმე ადაპტაციის ოფიციალური ვებგვერდი სამშაბათს გაიხსნა. ვებგვერდზე წარმოდგენილია ანიმეს თიზერ ვიზუალი და ახლად გამოცხადებული დამატებითი მსახიობები. ანიმეს პრემიერა აპრილში შედგება TBS-სა და BS11-ზე. ცნობილი გახდა ძირითადი მსახიობების ვინაობა: რიკუია იასუდა (Rikuya Yasuda) განასახიერებს საქუია ოცუკის (Sakuya Outsuki), ხოლო შიონ ვაკაიამა (Shion Wakayama) – ლილითეას (Lilithea). სერიალის რეჟისორია ტაკაში ნაოია (Takashi Naoya), ცნობილი ნამუშევრებით Übel Blatt და Am I Actually the Strongest?, ხოლო წარმოებას Lifenfilms-ი უზრუნველყოფს. სერიალის სცენარზე მიო ინოუე (Mio Inoue) მუშაობს (My Awkward Senpai, Slow Start), პერსონაჟების დიზაინს კი აკიყო ქუმადა (Akiko Kumada) (Twittering Birds Never Fly: The Clouds Gather) ქმნის. სერიალის მუსიკის კომპოზიტორია შუჰეი მუცუკი (Shūhei Mutsuki). Yen Press გამოსცემს ინაბას მანგას ადაპტაციას ნოველების მიხედვით და ასე აღწერს სიუჟეტს: საქუია ოცუკი (Sakuya Otsuki) ლეგენდარული დეტექტივის შვილია, რომელიც მამის კვალს მიჰყვება თავის ასისტენტ ლილითეასთან (Lilithea) ერთად. თუმცა, ამ საშუალო სკოლის დეტექტივს ერთი უცნაური თვისება აქვს: სადაც არ უნდა წავიდეს, ის ყოველთვის თავად ხდება საქმეებში გახვეული – როგორც მკვლელობის მსხვერპლი! როდესაც საქუიას დაევალება ფეშენებელურ საკრუიზო გემზე შეპარვა, ის კვლავ მოკლული აღმოჩნდება. მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც თვალებს ახელს, ლილითეა მის გვერდითაა, მზად, რომ დაეხმაროს საიდუმლოს ამოხსნაში… კადოკავამ (Kadokawa) ლაით ნოველების პირველი ტომი 2021 წლის აგვისტოში გამოუშვა. მეექვსე ტომი კი 25 ნოემბერს გამოვიდა. ინაბას მანგას ადაპტაცია კადოკავას Dra Dra Flat მანგას საიტზე 2022 წლის ივლისში დაიწყო და 2024 წლის მარტში მეორე, დასკვნითი ტომით დასრულდა. Yen Press-მა პირველი ტომი ინგლისურად 26 აგვისტოს, ხოლო მეორე და საბოლოო ტომი 20 იანვარს გამოსცა. წყაროები: „ბატონო დეტექტივო, კვლავ მოგკლეს?“ ანიმეს ვებგვერდი, Comic Natalie.