ლეგენდარულმა რეპერმა Dr. Dre-მ ერთხელ თქვა: „რამდენადაც ბევრს შრომობ ფულის საშოვნელად, იმდენივე ადამიანი შრომობს იმისთვის, რომ წაგართვას ის.“ ამ აზრს კარგად ასახავს Apple-ის ჰიტ-სერიალის „Your Friends & Neighbors“ მე-2 სეზონის ახალი თრეილერი, რომელმაც მაყურებელში უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია. ჯონ ჰემი ბრუნდება მთავარ როლში და მიუხედავად იმისა, რომ მისი პერსონაჟი ფულის საშოვნელად ქურდობას მიმართავს, როგორც ჩანს, ჯეიმს მარსდენის ახალი გმირი ჰემის „სამუშაო მანქანას“ ხელს შეუშლის და მოვლენებს კიდევ უფრო დაძაბავს. ამ ახალ სეზონში ასევე ბრუნდებიან ამანდა პიტი, ოლივია მანი, ჰუნ ლი, მარკ ტოლმანი, ლენა ჰოლი, ემი კარერო, იუნის ბეი, იზაბელ გრავითი და დონოვან კოლანი. „Your Friends & Neighbors“ Apple TV-ზე თითქმის ერთი წლის წინ შედგა პრემიერა, თუმცა ჯერ კიდევ პირველი სეზონის გამოსვლამდე, სტრიმინგ სერვისმა სერიალს მწვანე შუქი მისცა მეორე სეზონზე. მეორე სეზონის პრემიერა პარასკევს, 3 აპრილს შედგება. Deadline-ის ინფორმაციით, Apple TV-მ კიდევ ერთხელ, წინასწარ შეუკვეთა ახალი ეპიზოდები მე-3 სეზონისთვის, რაც სერიალის დიდ წარმატებაზე მიუთითებს. ჯონათან ტროპერის მიერ შექმნილი „Your Friends & Neighbors“ ენდრიუ „კუპ“ კუპერის (ჰემი) ირგვლივ ტრიალებს, რომელიც ჰეჯ-ფონდის მენეჯერია, ცოტა ხნის წინანდელ განქორწინებას ებრძვის და ქურდობას მიმართავს მდიდრულ Westmont Village-ში მცხოვრები მეზობლების სახლებიდან. ამ პროცესში ის აღმოაჩენს საიდუმლოებებსა და ურთიერთობებს, რომლებიც იმ მდიდარი ფასადების მიღმა იმალება და შეიძლება იმაზე საშიში იყოს, ვიდრე ოდესმე წარმოედგინა. მარსდენი, სავარაუდოდ, მდიდარი ოჯახის წარმომადგენლის როლს ასრულებს, რომელსაც ოლივია მუნის პერსონაჟთან აქვს ურთიერთობა. კრიტიკოსმა ალექს მეიდიმ პირველი სეზონი დადებითად შეაფასა. „„Your Friends and Neighbors“ არის ძლიერი სერიალი მდიდარ ადამიანებზე, რომლებიც არცთუ ისე კარგები არიან და მათგან ერთ-ერთზე, რომელიც მათ მოქმედებებს აფასებს ისე, რომ მათ ამის გააზრებაც კი არ შეუძლიათ. ეს სერიალი შესანიშნავად წარმოაჩენს ჯონ ჰემის შესაძლებლობებს“, – წერს მეიდი. „ჯონათან ტროპერმა თავისი უნარი, შეექმნა მრავალშრიანი პერსონაჟები, გამოიყენა შოუში, რომელიც სევდიანი, სახალისო, ინტრიგებით სავსე და შეუძლებელია არ მოგეწონოს. ის ამას აკეთებს ბრძოლის სცენების, სროლების ან პოსტ-აპოკალიფსური მეომრების გარეშე. სერიალში ასევე საკმაო რაოდენობითაა სექსი, რასაც „Your Friends and Neighbors“ დიდ ეფექტურად იყენებს. მაშინაც კი, თუ ეს სერიალი ჩემსავით არ მოგწონთ, დარწმუნებული ვარ, ძვირადღირებული საქონლის საცალო ფასების შესახებ ისეთ რამეს გაიგებთ, რასაც არასდროს მოელოდით.“