ავსტრალიური დრამედი „სანი ნაითსი“ (Sunny Nights) Hulu-ზე გამოვა
სტრიმინგ სერვისი Hulu ავსტრალიურ დრამედი სერიალ „სანი ნაითსს“ (Sunny Nights) აშშ-ის მაყურებელს მომავალ თვეს შესთავაზებს. სერიალში, რომლის პრემიერაც 11 მარტსაა დაგეგმილი, მთავარ როლებს უილ ფორტე და დარსი ქარდენი ასრულებენ. სიუჟეტი მოგვითხრობს და-ძმაზე, რომლებიც სიდნეიში სპრეი-რუჯის ბიზნესს იწყებენ, მაგრამ მალე ქალაქის კრიმინალურ სამყაროში ეხვევიან.
ავსტრალიური დრამედი სერიალი „სანი ნაითსი“ (Sunny Nights) სტრიმინგ სერვის Hulu-ზე გამოვა. სერიალის ეპიზოდები აშშ-ის მაყურებლისთვის მომავალ თვეს იქნება ხელმისაწვდომი.
სერიალში, რომლის შემქმნელებიც ნიკ კიჩი და ტაი ფრიერი არიან, მთავარ როლებს უილ ფორტე, დარსი ქარდენი, რეიჩელ ჰაუსი, ჯესიკა დე გოუ, მირიტანა ჰიუზი, რა ჩეპმენი და მეგან უაილდინგი ასრულებენ.
Hulu-მ სერიალის შესახებ შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა: „სანი ნაითსი“ წარმოგვიდგენს უილ ფორტეს, როგორც წესების მოყვარულ ამერიკელ მარტინ მარვინს, რომელიც თავის ჭირვეულ დასთან, ვიკისთან (დარსი ქარდენი) ერთად სიდნეიში სპრეი-რუჯის ბიზნესს იწყებს. მაგრამ, როდესაც მარტინი და ვიკი ცდილობენ თავიანთი საწყისი ბიზნესი, რომელიც ფურგონის უკანა მხრიდან ფუნქციონირებს, მრავალმილიონიან იმპერიად აქციონ, და-ძმა სიდნეის კრიმინალურ სამყაროში ეხვევა. როდესაც მათ დაუნდობელი განგსტერი დაედევნება, ორმა გმირმა უნდა მოიფიქროს, როგორ გადარჩეს, არ მოხვდეს ციხეში და შეინარჩუნოს ფინანსური სტაბილურობა."
სერიალის პრემიერა 11 მარტს გაიმართება.
თეგები
წყარო:
tvseriesfinale.com