„ბოროტი მკვდრების აღზევების“ რეჟისორი ლი კრონინი „მუმიის“ ახალ ვერსიას გადაიღებს
„ბოროტი მკვდრების აღზევების“ რეჟისორმა ლი კრონინმა Atomic Monster-ისთვის, Blumhouse Productions-ისთვის და New Line Cinema-სთვის „მუმიის“ კონცეფციაზე დაფუძნებული ახალი საშინელებათა ფილმის გადაღება დაწერა და რეჟისორობა აიღო. ფილმი ეკრანებზე 2026 წლის 17 აპრილს გამოვა.
2024 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ფილმ „ბოროტი მკვდრების აღზევების“ რეჟისორმა ლი კრონინმა ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც ის Atomic Monster-ის, Blumhouse Productions-ისა და New Line Cinema-სთვის ახალ ჟანრულ პროექტს დაწერს და გადაიღებს. დეკემბერში კი გაირკვა, რომ ეს იდუმალი პროექტი „მუმიის“ კონცეფციის ახალ ვერსიას წარმოადგენს. კრონინმა დაადასტურა: „ეს არ იქნება ისეთი „მუმიის“ ფილმი, როგორიც აქამდე გინახავთ. მე ღრმად ჩავდივარ მიწაში, რათა რაღაც ძალიან ძველი და ძალიან შემზარავი ამოვწიო ზედაპირზე.“
ფილმი კინოთეატრებში 2026 წლის 17 აპრილს გამოვა. მიმდინარე კვირას IGN-მა ფილმის პირველი კლიპი გამოაქვეყნა.
ლი კრონინის „მუმიის“ ვარსკვლავურ შემადგენლობაში შედიან: ჯეკ რეინორი („ზაფხულის მზედგომა“), ლაია კოსტა („ვიქტორია“), მეი ქალამავი („მთვარის რაინდი“), ვერონიკა ფალკონი („სამხრეთის დედოფალი“), ჰაიათ ქამილი („ვიკინგები: ვალჰალა“) და მეი ელგეთი („დაპირისპირება“).
აღსანიშნავია, რომ ვინაიდან პროექტი New Line Cinema-სთან ერთად იქმნება, „უძველესი მუმიფიცირებული უკვდავების“ შესახებ საშინელებათა თემას არაფერი აქვს საერთო Universal-ის კლასიკურ საშინელებათა ფრენჩაიზთან. 2024 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ Universal სამ „მუმიის“ პროექტზე მუშაობს. მათ შორისაა პრიქელი, რომელზეც სცენარისტი უეს ტუკი მუშაობს, და ბრენდან ფრეიზერის ფილმების გაგრძელება („მუმია“ 1999, „მუმია ბრუნდება“ და „მუმია: დრაკონის იმპერატორის სამარხი“). ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ფრეიზერი და რეიჩელ ვაისი ბრუნდებიან ფილმისთვის „მუმია 4“, რომლის რეჟისურა Radio Silence-ს დაევალა დევიდ ქოჯეშალის სცენარის მიხედვით. „მუმია 4“-ის მოკლე აღწერა ასეთია: ჟურნალისტის ახალგაზრდა ქალიშვილი უკვალოდ ქრება უდაბნოში – რვა წლის შემდეგ, განადგურებული ოჯახი შოკირებულია, როდესაც ის უბრუნდება მათ, თუმცა ის, რაც სიხარულის მომტანი შეხვედრა უნდა ყოფილიყო, ნამდვილ კოშმარად იქცევა.
ლი კრონინის ფილმის თანადაფინანსებას Atomic Monster და Blumhouse ახორციელებენ. პროდიუსერები არიან ჯეიმს ვანი, ჯეისონ ბლუმი და ჯონ კევილი. აღმასრულებელი პროდიუსერების ფუნქციას ასრულებენ მაიკლ ქლირი, ჯადსონ სკოტი და მაკდარა ქელეჰერი. ალაინა გლასტალი Atomic Monster-ის მხრიდან პროექტის აღმასრულებელი ზედამხედველია. პროექტის პროდიუსინგში ასევე მონაწილეობს კრონინის კომპანია Doppelgängers.
თეგები
წყარო:
www.joblo.com