„ბრიჯერტონების“ მე-4 სეზონში როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით ცხელი მოვლენები გველოდება. Netflix-მა ახლახან გამოაქვეყნა ეპიზოდების მეორე ნაწილის ახალი თიზერი, სადაც მაყურებელი პირველად იხილავს ბენედიქტისა (ლუკ ტომპსონი) და სოფის (იერინ ჰა) აბაზანის სცენას. ჯულია ქუინის რომანის, „ჯენტლმენის შეთავაზება“ („An Offer From a Gentleman“) მკითხველები ამ მომენტს მე-4 სეზონის მთავარი გმირების გამოცხადების შემდეგ ელოდნენ და სერიალი ხალხს სწორედ იმას მისცემს, რაც სურს. აბაზანის სცენა წიგნის ბოლო თავში ხდება, რაც სრულად აჩვენებს ბენედიქტისა და სოფის ფიზიკურ და ემოციურ ქიმიას. „ჯენტლმენის შეთავაზებაში“ რამდენიმე ვნებიანი მომენტია, მაგრამ ეს ნამდვილად ყველაზე ინტიმურია.