„დაკარგული ბიჭების“ მიუზიკლი ბროდვეიზე: ცნობილია მსახიობები და პრემიერის თარიღი, გამოქვეყნდა პოსტერები
2023 წლის ბოლოს გამოცხადდა, რომ მსახიობი და რეჟისორი პატრიკ უილსონი აპროდიუსერებს ჯოელ შუმახერის 1987 წლის ვამპირული კლასიკის „დაკარგული ბიჭების“ სასცენო მიუზიკლს. შოუს ინდუსტრიული პრეზენტაციის შემდეგ, ცნობილი გახდა მთავარი როლების შემსრულებლები, მათ შორის ქეისი ლევი, LJ ბენეტი და ალი ლუი ბურჟი. პრემიერები 2026 წლის 27 მარტიდან ბროდვეის Palace Theatre-ში დაიწყება, და ახლახან მიუზიკლის პირველი პოსტერებიც გამოქვეყნდა.
2023 წლის ბოლოს გამოცხადდა, რომ პატრიკ უილსონი, რომელიც ოთხ „კონჯურინგის“ და სამ „ინსიდიუსის“ ფილმშია ნათამაშები (ერთ-ერთი თავადაც გადაიღო), ჯოელ შუმახერის 1987 წლის ვამპირული კლასიკის „დაკარგული ბიჭების“ სასცენო მიუზიკლის ადაპტაციას აპროდიუსერებს. 2024 წელს გაიმართა შოუს ინდუსტრიული პრეზენტაცია, სადაც მთავარ როლებში „ფორზენის“ ქეისი ლევი, „ძვირფასი ევან ჰანსენის“ ნეითან ლევი და „და ჯულიეტის“ ლორნა კორტნი დაამტკიცეს. პრემიერები დაგეგმილია 2026 წლის 27 მარტს, პარასკევს, ბროდვეის Palace Theatre-ში. Gold Derby-მ უკვე გამოაქვეყნა ორი პოსტერიც.
„დაკარგული ბიჭები: ახალი მიუზიკლის“ სამსახიობო გუნდში რჩება ქეისი ლევი („რეგთაიმი“), რომელიც ლუსი ემერსონის როლს შეასრულებს (კინოში ეს როლი დაიენ უისტმა ითამაშა); LJ ბენეტი („იესო ქრისტე სუპერვარსკვლავის“ Hollywood Bowl-ის პროდუქცია) იქნება მაიკლ ემერსონი (ჯეისონ პატრიკის როლი); ალი ლუი ბურჟი („The Who’s Tommy“) შეასრულებს დევიდის როლს (კინოში კიფერ საზერლენდი); ბენჯამინ პაიაკი (ბროდვეის „The Music Man“, Encores! „ოლივერი!“, ფილმი „The Life of Chuck“) არის სემ ემერსონი (კორი ჰაიმის როლი); მარია ვირესი („ძვირფასი ევან ჰანსენი“, „Old Friends“) არის სტარი (ფილმში ჯეიმი გერცის მიერ შესრულებული როლი); პოლ ალექსანდერ ნოლანი („Water For Elephants“, „Parade“, „Slave Play“) არის მაქსი (ედვარდ ჰერმანის როლი); ჯენიფერ დუკა – ალან ფროგი (ჯემისონ ნიულანდერის როლი); მიგელ გილი („Kimberly Akimbo“) – ედგარ ფროგის (კორი ფელდმანის როლი); ბრაიან ფლორესი – მარკო (ალექს ვინტერის როლი); შონ გრანდილო – დუეინი (ბილი ვირტის როლი); დინ მოპინი კი პოლის (ბრუკ მაკარტერის როლი) როლებს შეასრულებენ.
პროდიუსერებმა Warner Bros. Theatre Ventures-თან სპეციალური შეთანხმების საფუძველზე, სასცენო მიუზიკლის შესაქმნელად ითანამშრომლეს სერიალ „It’s Always Sunny in Philadelphia“-ს სცენარისტ/აღმასრულებელ პროდიუსერ დევიდ ჰორნსბისთან, „Parade“-ს რეჟისორ მაიკლ არდენთან და პოპ-როკ ჯგუფ The Rescues-თან. ჰორნსბიმ ლიბრეტო ბროდვეის მსახიობ კრის ჰოხთან ერთად დაწერა, მუსიკას The Rescues ქმნის, მუსიკალურ ხელმძღვანელად კი ეთან პოპი („თინა: თინა ტერნერის მიუზიკლი“) მუშაობს. მარკ კაუფმანი და ლორენ შულერ დონერი შემოქმედებით კონსულტანტებად დაინიშნენ. პატრიკ უილსონი შოუს ჯეიმს კარპინელოსთან და მარკუს ჩაიტთან ერთად აპროდიუსერებს. „დაკარგული ბიჭები: ახალი მიუზიკლის“ ქორეოგრაფიაზე ლორენ იალანგო-გრანტი („Parade“) და კრისტოფერ კრი გრანტი („Parade“) ზრუნავენ. სასცენო დადგმა დეინ ლაფრის („Maybe Happy Ending“) სცენოგრაფიასა და რაიან პარკის („პატარა ქალთევზა“) კოსტიუმების დიზაინს მოიცავს. დევინ კუდელი კი აღმასრულებელ პროდიუსერად მუშაობს.
ჯენის ფიშერის, ჯეფრი ბოამის და ჯეიმს ჯერემიას სცენარით შექმნილი ფილმის, „დაკარგული ბიჭების“ სიუჟეტი ასეთია: თინეიჯერი ძმები, მაიკლი და სემი, დედასთან ერთად ჩრდილოეთ კალიფორნიის პატარა ქალაქში გადადიან საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ უმცროსი სემი ჰპოულობს თანამოაზრეებს – კომიქსების მოყვარულ ედვარდსა და ალანში, განცდებით სავსე მაიკლი მალევე შეუყვარდება სტარს, რომელიც ადგილობრივი ვამპირების ბანდის ლიდერის, დევიდის გავლენის ქვეშაა. სემმა და მისმა ახალმა მეგობრებმა მაიკლი და სტარი უკვდავებისგან უნდა გადაარჩინონ.
მიუზიკლში სიუჟეტი ოდნავ შეცვლილია: როდესაც დედა და მისი ორი თინეიჯერი ვაჟი სანტა კარლაში ახალი ცხოვრების დასაწყებად გადადიან, ისინი მალევე აღმოაჩენენ ამ მზიანი სანაპირო ქალაქის ბნელ მხარეს. სანამ ლუსი ცდილობს ოჯახის ცხოვრება დაალაგოს, მაიკლი სულ უფრო შორდება მათ და თავის ადგილს ეძებს. როდესაც ის კავშირს პოულობს ადგილობრივ როკ ჯგუფთან და მის ქარიზმატულ ლიდერთან, მისი უმცროსი ძმა სემი საშინელ რეალობას აწყდება: როდესაც ღამე დგება, მაიკლის ახალი მეგობრები იმაზე საშიშები აღმოჩნდებიან, ვიდრე თავიდან ჩანდნენ.
აპირებთ თუ არა ბროდვეიზე „დაკარგული ბიჭები: ახალი მიუზიკლის“ სანახავად წასვლას? თქვენი მოსაზრება შეგიძლიათ კომენტარებში გაგვიზიაროთ.
თეგები
წყარო:
www.joblo.com