დევიდ ჰარბორი ფსიქოლოგიურ ჰორორში „მოჩვენებებით სავსე თავი“ ითამაშებს
სერიალ „უცნაური ამბების“ ვარსკვლავი დევიდ ჰარბორი დადასტურდა ფსიქოლოგიური ჰორორის „მოჩვენებებით სავსე თავი“ მთავარ როლში, რომელსაც „შემზარავ“ და „შესანიშნავი სიუჟეტური მოულოდნელობის“ მქონე ფილმად მოიხსენიებენ. ფილმი დაფუძნებულია პოლ ტრემბლის 2015 წლის ამავე სახელწოდების რომანზე და მოგვითხრობს ოჯახზე, რომლის ცხოვრებაც ინგრევა მას შემდეგ, რაც მათი თოთხმეტი წლის ქალიშვილი მწვავე შიზოფრენიის ნიშნებს ავლენს. გადაღებები მარტში დაიწყება, რეჟისორები კი „ლოჟას“ შემქმნელები, ვერონიკა ფრანცი და სევერინ ფია
სერიალ „უცნაური ამბების“ (Stranger Things) ვარსკვლავი დევიდ ჰარბორი დადასტურდა ფსიქოლოგიური ჰორორის მთავარ როლში, რომელსაც „შემზარავი“ და „შესანიშნავი სიუჟეტური მოულოდნელობის“ მქონე ფილმად მოიხსენიებენ. ფილმის სახელწოდებაა „მოჩვენებებით სავსე თავი“ (A Head Full of Ghosts), და ჰარბორის გვერდით მთავარ როლებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს რებეკა ჰოლთან და ესმე კრიდ-მაილსთან.
პოლ ტრემბლის 2015 წლის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული ფილმი მოგვითხრობს ოჯახზე, რომლის ცხოვრებაც იშლება მას შემდეგ, რაც მათი თოთხმეტი წლის ქალიშვილი მწვავე შიზოფრენიის ნიშნებს იწყებს.
სიუჟეტის მიხედვით: „ბარეტების საგარეუბნო ცხოვრება ინგრევა, როდესაც მათი თინეიჯერი ქალიშვილის სიგიჟეში ჩაძირვა რეალითი შოუს საგანი ხდება. თხუთმეტი წლის შემდეგ, მისი და, მერი, ჟურნალისტთან ერთად ოჯახის შემზარავ წარსულს უპირისპირდება, რათა გამოავლინოს იმ ბოროტების ნამდვილი ბუნება, რომელმაც ისინი გაანადგურა.“
Deadline-ის ცნობით, მომავალი ფილმის გადაღებები მარტში დაიწყება, სცენარისტებად და რეჟისორებად კი „ლოჟას“ (The Lodge) შემქმნელები, ვერონიკა ფრანცი და სევერინ ფიალა იქნებიან. ფილმის დისტრიბუციას Lionsgate უზრუნველყოფს, პროდიუსერები კი Team Downey, The Allegiance Theater და Fifth Season არიან.
ადამ ფოგელსონმა, Lionsgate Motion Picture Group-ის თავმჯდომარემ, განცხადებაში აღნიშნა: „აღფრთოვანებულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ Team Downey-სთან, The Allegiance Theater-თან, დევიდ გამბინოსთან და ჩვენს მეგობრებთან Fifth Season-დან, რომლებიც ერთობლივად განსაკუთრებულ პრესტიჟსა და შემოქმედებით თავდაჯერებულობას ანიჭებენ პროექტს. ამ გუნდის მხატვრული ხედვა ამ შემზარავი ისტორიისთვის უდავოა – შთამბეჭდავი, გამორჩეული და ნამდვილად შემაშფოთებელი. გასაკვირი არ არის, რომ სტივენ კინგმა ამ წიგნს ბოლო ათწლეულის მისი საყვარელი რომანი უწოდა და თქვა, რომ მან „სასტიკად შეაშინა“ – რაც ყველაფერს ამბობს.“
თავის მიმოხილვაში, ლეგენდარულმა ჰორორ მწერალმა სტივენ კინგმა განაცხადა: „„მოჩვენებებით სავსე თავი“ საშინლად შემზარა, მე კი ძნელად ვშინდები.“
„მოწყენილი თინეიჯერების მშობლებო, ახლავე მოშორდით. ეს თქვენი ყველაზე საშინელი კოშმარია წიგნის სახით... ჭკვიანური, თუმცა დეპრესიული, თანამედროვე იგავი, შესანიშნავი სიუჟეტური მოულოდნელობით, მისი საშინელება კი მის რეალურობაშია,“ – წერდა The Daily Mail.
Sci-Fi Now-მ წიგნის შესახებ აღნიშნა: „შემზარავი, ინტელექტუალური და გასაოცრად გულისამაჩუყებელი, ეს არის ჰორორი, რომელზეც ხმამაღლა უნდა ილაპარაკო.“
თეგები
წყარო:
www.digitalspy.com