დევიდ ჰარბორი, რებეკა ჰოლი და ესმე კრიდ-მაილსი რობერტ დაუნი უმცროსის ახალ ფსიქოლოგიურ ჰორორში
Lionsgate-მა გამოაცხადა, რომ დევიდ ჰარბორი, რებეკა ჰოლი და ესმე კრიდ-მაილსი ითამაშებენ მომავალ ფსიქოლოგიურ ჰორორ ფილმში „მოჩვენებებით სავსე თავი“ (A Head Full of Ghosts). პროექტს აკადემიის ჯილდოს მფლობელი რობერტ დაუნი უმცროსი პროდიუსირებს. ფილმი დაფუძნებულია პოლ ტრემბლის 2013 წლის რომანზე და მას ვერონიკა ფრანცი და სევერინ ფიალა გადაიღებენ.
Lionsgate-მა გამოაცხადა, რომ მომავალ ფსიქოლოგიურ ჰორორ ფილმში „მოჩვენებებით სავსე თავი“ (A Head Full of Ghosts) მთავარ როლებს დევიდ ჰარბორი („ჭექა-ქუხილის გუნდი“), რებეკა ჰოლი („ვიკი კრისტინა ბარსელონა“) და ესმე კრიდ-მაილსი („ჰანა“) შეასრულებენ. პროექტს აკადემიის ჯილდოს მფლობელი რობერტ დაუნი უმცროსი („ოპენჰაიმერი“) და სუზან დაუნი საკუთარი კომპანია Team Downey-ს სახელით პროდიუსირებენ. ჰარბორი, ჰოლი და კრიდ-მაილსი ამჟამად საბოლოო მოლაპარაკებებს აწარმოებენ მთავარი როლების შესასრულებლად.
ეს არის ჰარბორისა და ჰოლის უახლესი თანამშრომლობა რობერტ დაუნი უმცროსთან. „უცნაური ამბების“ ვარსკვლავი დაუნისთან ერთად წელს ფილმში „შურისმაძიებლები: განკითხვის დღე“ ითამაშებს. რაც შეეხება ჰოლს, ოქროს გლობუსის ნომინანტმა 2013 წლის „რკინის კაც 3“-ში მეორეხარისხოვანი პერსონაჟი განასახიერა.
„ფილმში ბარეტების ოჯახის საგარეუბნო ცხოვრება ინგრევა, როდესაც მათი მოზარდი ქალიშვილის სიგიჟეში ჩავარდნა რეალითი შოუს თემად იქცევა. თხუთმეტი წლის შემდეგ, მისი და, მერი, ჟურნალისტთან ერთად ოჯახის შემზარავ წარსულს უპირისპირდება და ავლენს იმ ბოროტების ნამდვილ ბუნებას, რომელმაც ისინი გაანადგურა“, – ნათქვამია ოფიციალურ სინოპსისში.
ფილმის „მოჩვენებებით სავსე თავი“ სცენარისტები და რეჟისორები იქნებიან აღიარებული კინემატოგრაფისტები ვერონიკა ფრანცი და სევერინ ფიალა, პოლ ტრემბლის 2013 წლის ჰორორ რომანის მიხედვით. ისინი ყველაზე ცნობილები არიან გერმანულენოვანი ჰიტის „ღამე მშვიდობის, დედა“ შექმნით. ფილმის პროდიუსერები ასევე იქნებიან დენიელ დუბიეკი და ლარა ალამედინე (The Allegiance Theater-დან), დევიდ გამბინო და Fifth Season.
Fifth Season-ისგან ფილმის გლობალური დისტრიბუციის უფლებების მოპოვების შემდეგ, Lionsgate მარტში გეგმავს გადაღებების დაწყებას.
„აღფრთოვანებულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ Team Downey-სთან, The Allegiance Theater-თან, დევიდ გამბინოსთან და ჩვენს მეგობრებთან Fifth Season-დან, რომლებიც ერთობლივად მოაქვს პროექტს განსაკუთრებულ პრესტიჟს და შემოქმედებით ნდობას“, – განაცხადა Lionsgate-ის ხელმძღვანელმა ადამ ფოგელსონმა. „ამ გუნდის მხატვრული ხედვა ამ შემზარავი ისტორიისთვის უდავოა – შთამბეჭდავი, გამორჩეული და ნამდვილად შემაშფოთებელი. გასაკვირი არ არის, რომ სტივენ კინგმა ამ წიგნს ბოლო ათწლეულის მისი საყვარელი რომანი უწოდა და თქვა, რომ მან „საშინლად შეაშინა“ – რაც ყველაფერს ამბობს.“
თეგები
წყარო:
www.comingsoon.net