Dorohedoro-ს ანიმეს მეორე სეზონის ძირითადი ვიზუალი, პრემიერის თარიღი და განახლებული პერსონალი
Q. ჰაიაშიდას მანგა „დოროჰედოროს“ ანიმეს ოფიციალურმა ვებსაიტმა მეორე სეზონის ძირითადი ვიზუალი წარადგინა, პრემიერის თარიღთან და განახლებულ პერსონალთან ერთად. სეზონი 1 აპრილს, სხვადასხვა პლატფორმაზე, თითქმის ერთდროულად, მთელ მსოფლიოს მასშტაბით გამოვა. ცნობილია, რომ ახალ სეზონში არტ-დირექტორი მიჰო სუგიურა იქნება, ხოლო იცუკუ ონიში ფერადი გამოსახულების მთავარ მხატვრად დაწინაურდა.
კვირას, Q. ჰაიაშიდას მანგა "დოროჰედოროს" (Dorohedoro) ანიმეს ოფიციალურმა ვებსაიტმა მეორე სეზონის ძირითადი ვიზუალი წარადგინა, რომელიც პერსონაჟების დიზაინერმა ტომოჰირო კიშიმ შექმნა. ვიზუალი აცხადებს ახალი სეზონის განახლებულ პერსონალს და ასევე აცნობებს, რომ სეზონის პრემიერა ოთხშაბათს, 1 აპრილს, საღამოს 11:00 საათზე (EDT-ის დროით 10:00 საათზე) სხვადასხვა პლატფორმაზე „თითქმის ერთდროულად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით“ შედგება.
პერსონალის უმეტესობა პირველი სეზონიდან ბრუნდება, თუმცა ახალი სეზონის არტ-დირექტორი მიჰო სუგიურაა. იცუკუ ონიში ფერადი გამოსახულების მთავარ მხატვრად დაწინაურდა.
ახალი სეზონის დებიუტი მანამდე 2025 წელს იყო დაგეგმილი. Viz Media მანგას ინგლისურ ენაზე გამოსცემს და პირველ ტომში ამბავს ასე აღწერს:
იუიჩირო ჰაიაში (Garo the Animation, Garo: Divine Flame, Kakegurui) MAPPA-ში პირველი ანიმე სეზონის რეჟისორი იყო. ჰიროში სეკო (Banana Fish, Mob Psycho 100, Vinland Saga) სერიალის სცენარებზე იყო პასუხისმგებელი. ტომოჰირო კიში (91 Days, Garo -Vanishing Line-) პერსონაჟები შექმნა. [K]NoW_NAME-მა (Sakura Quest, Fairy gone) მუსიკა დაწერა. პირველი ანიმე სეზონის დებიუტი Netflix-ზე, იაპონიაში, 2020 წლის იანვარში, 12 ეპიზოდით შედგა. Netflix-მა სეზონი იაპონიის ფარგლებს გარეთ 2020 წლის მაისში გაავრცელა.
წყაროები: Dorohedoro ანიმეს ვებსაიტი, Comic Natalie.