ედვარდ ბერგერი Netflix-ისთვის ფილმს „სტრადივარიუსი“ გადაიღებს, „მხედართა“ გადაღებები კი უკვე დაწყებულია
ოსკაროსანი რეჟისორი ედვარდ ბერგერი Netflix-ისთვის ახალ ფილმს „სტრადივარიუსი“ გადაიღებს, პარალელურად კი მისი მომავალი პროექტის, „მხედართა“ (The Riders) გადაღებები უკვე დაიწყო, სადაც ბრედ პიტი მონაწილეობს. „სტრადივარიუსი“ მე-18 საუკუნის იტალიაში ვითარდება და ორ მევიოლინე ოსტატს შორის კონკურენციაზე მოგვითხრობს, ხოლო „მხედართა“ ირლანდიაში დაკარგული ცოლის ისტორიას ასახავს.
ოსკაროსანმა რეჟისორმა ედვარდ ბერგერმა ცოტა ხნის წინ დაიწყო ფილმის „მხედარნი“ (The Riders) გადაღება, თუმცა, Deadline-ის ცნობით, ის უკვე გეგმავს თავის მომავალ პროექტსაც: Netflix-ისთვის ფილმს „სტრადივარიუსი“ (Stradivarius) გადაიღებს.
„სტრადივარიუსი“ არის დრამა, რომელიც მე-18 საუკუნის ჩრდილოეთ იტალიაში ვითარდება, სადაც მსოფლიოს ორი საუკეთესო მევიოლინე ოსტატი ეჯიბრება ერთმანეთს სრულყოფილი ინსტრუმენტის შესაქმნელად. ტონის ჯილდოს მფლობელმა დრამატურგმა და სცენარისტმა იტამარ მოსესმა Netflix-ს პროექტის იდეა წარუდგინა და სცენარს თავად დაწერს. ის ასევე ცნობილია სერიალებზე „ბორდუოკ იმპერია“ (Boardwalk Empire) და „რომანი“ (The Affair) მუშაობით.
„მხედართა“ გადაღებები ამ კვირის დასაწყისში დაიწყო. ფილმში მთავარ როლებს ბრედ პიტი, ჯულიან ნიკოლსონი და კოკო გრინსტოუნი ასრულებენ. სიუჟეტი მოგვითხრობს ფრედ სკალიზე (ბრედ პიტი), რომელიც ევროპაში ორი წლის მოგზაურობის შემდეგ ირლანდიაში აღმოჩნდება მეუღლესთან (ჯულიან ნიკოლსონი) და ქალიშვილთან (კოკო გრინსტოუნი) ერთად. მეუღლის, ჯენიფერის, მისტიკური ახირებით, ისინი ყიდულობენ ძველ ფერმას, რომელიც ციხესიმაგრის ჩრდილში დგას. მაშინ, როცა სკალი კვირების განმავლობაში მარტო არემონტებს სახლს, ჯენიფერი ავსტრალიაში ბრუნდება, რათა ქონება გაანაღდოს. როდესაც სკალი შენონის აეროპორტში ჩადის, რომ ჯენიფერი და მათი 7 წლის ქალიშვილი, ბილი, წამოიყვანოს, თვითონ ბილი ჩნდება – მარტო. არ არის არც ჩანაწერი, არც ახსნა, არც ერთი სიტყვა ჯენიფერისგან, და შოკისგან ბილი სიტყვას ვერ ამბობს. ამ წამს სკალის ცხოვრება ინგრევა. ფილმი ტიმ უინტონის ამავე სახელწოდების რომანზეა დაფუძნებული, სცენარი კი დევიდ კაიგანიჩმა დაწერა. სხვა მსახიობებს შორის არიან მაიკლ სმაილი, დენი ჰიუსტონი, კამილ კოტინი და ულრიხ ტომსენი.
ბერგერმა ოსკარი მოიპოვა საუკეთესო საერთაშორისო ფილმისთვის „ყველაფერი მშვიდად დასავლეთ ფრონტზე“ (All Quiet on the Western Front), ხოლო მისმა მომდევნო ნამუშევარმა „კონკლავი“ (Conclave) თანაბარი აღიარება მოიპოვა და ოსკარის ნომინაციები დაიმსახურა საუკეთესო ფილმის, საუკეთესო მსახიობი მამაკაცის, საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის, საუკეთესო ადაპტირებული სცენარის და სხვა კატეგორიებში. მისი ბოლო ფილმი, „მცირე მოთამაშის ბალადა“ (Ballad of a Small Player), არც ისე პოპულარული იყო, თუმცა კრის ბამბრეიმ ის მაინც დიდებულად მიიჩნია და თქვა, რომ „ის განწირულია კულტად ქცევისთვის“.
თეგები
წყარო:
www.joblo.com