გარდაიცვალა სეგას ყოფილი პრეზიდენტი ჰიდეკი სატო, „სეგას ტექნიკის მამა“
Sega-მ თავის იაპონურ X/Twitter-ის გვერდზე განაცხადა, რომ გარდაიცვალა ჰიდეკი სატო, კომპანიის ყოფილი პრეზიდენტი და „სეგას ტექნიკის მამა“. სატო 75 წლის იყო და 13 თებერვალს გარდაიცვალა. ის 2001-2003 წლებში სეგას ხელმძღვანელობდა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კომპანიის საკულტო სათამაშო კონსოლების შექმნაში, როგორიცაა Mega Drive, Sega Saturn და Dreamcast.
Sega-მ თავის იაპონურ X/Twitter-ის გვერდზე ორშაბათს განაცხადა, რომ გარდაიცვალა ჰიდეკი სატო, Sega-ს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ცნობილი იყო როგორც „სეგას ტექნიკის მამა“. იაპონურმა სათამაშო ვებ-ჟურნალმა Beep 21-მა შაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის 13 თებერვალს გარდაიცვალა. სატო 75 წლის იყო.
Sega-ს მიერ X/Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: „გარდაიცვალა ბატონი ჰიდეკი სატო, რომელიც 2001 წლიდან 2003 წლამდე Sega-ს წარმომადგენელი დირექტორი და პრეზიდენტი იყო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, მეგობრებსა და ყველა დაინტერესებულ პირს. სატო იყო ინოვატორი, რომელმაც შექმნა თაყვანისმცემლებისთვის საყვარელი პროდუქტები, არკადული გასართობი მოწყობილობების შემუშავებით დაწყებული, SG-1000, SC-3000, Mega Drive, Sega Saturn და Dreamcast-ის ჩათვლით.“ (იგულისხმება twitter-ის პოსტი pic.twitter.com/kLIhVHC4ue).
სატო დაიბადა 1950 წლის ნოემბერში ჰოკაიდოში და შეუერთდა Sega-ს 1971 წლის აპრილში, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ. თავდაპირველად მუშაობდა კომპანიის ელექტრომექანიკურ თამაშებზე, შემდეგ კი 1983 წელს მონაწილეობა მიიღო Sega-ს პირველი ვიდეო თამაშის, Pong-Tron-ის, ასევე სხვა ადრეული არკადული თამაშების შემუშავებაში. სატომ გადამწყვეტი როლი ითამაშა Sega-ს ყველა სახლის სათამაშო კონსოლის, მათ შორის: SG-1000, SC-3000, Mega Drive (Sega Genesis), Sega Saturn და Sega Dreamcast-ის შემუშავებაში. Sega-მ სათამაშო ტექნიკის ბიზნესიდან გასვლის შესახებ 2001 წელს განაცხადა. სატო იყო Sega-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი 2001 წლიდან 2003 წლამდე, რის შემდეგაც გახდა წარმომადგენელი დირექტორი და თავმჯდომარე.
Sega-დან წასვლის შემდეგ, 2008 წელს სატო გახდა Advance Create-ის პრეზიდენტი, რომელიც LED განათებისა და გადაუდებელი ელექტრომომარაგების კომპანია იყო. 2021 წელს მან ვრცელი ინტერვიუ მისცა Beep21-ს იმის შესახებ, თუ როგორ შეუერთდა Sega-ს და რა ისტორია ედო საფუძვლად Sega-ს სახლის კონსოლების შემუშავებას.
წყაროები: Sega-ს X/Twitter-ის გვერდი, Beep21-ის X/Twitter-ის გვერდი, Oricon Hachima Kikō-ს მეშვეობით.