სერიალი „უკანასკნელი ფრონტი“ (The Last Frontier) გაუქმებიდან ერთ თვეზე მეტი დროის გასვლის მიუხედავად, პოპულარობას არ კარგავს. FlixPatrol-ის მონაცემებით, ჯონ ბოკენკემპის დრამა Apple TV-ზე ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი შოუა და ამჟამად სტრიმინგ პლატფორმის ათეულში მერვე ადგილს იკავებს. უცნაურია, რომ სერიალი გაუქმებიდან კვირების შემდეგაც ასეთი პოპულარობით სარგებლობს, რადგან მაყურებლები, როგორც წესი, წყვეტენ ისეთი შოუს ყურებას, რომელიც, შესაძლოა, დაუსრულებელი დარჩეს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი კრიტერიუმით არასრულყოფილი იყო, თრილერის დამაინტრიგებელმა სიუჟეტმა, მკაცრმა გარემომ და ამოუცნობმა პერსონაჟებმა ის ამაღელვებელ საყურებლად აქცია. „უკანასკნელი ფრონტი“ მოგვითხრობს ფრენკ რემნიკის (ჯეისონ კლარკი) შესახებ, რომელიც ალასკის უკაცრიელ და უხეშ უდაბნოში ერთადერთი ამერიკელი მარშალია. რემნიკის იურისდიქცია თავდაყირა დგება, როდესაც ციხის სატრანსპორტო თვითმფრინავი შორეულ ველურ ბუნებაში კატასტროფას განიცდის, რის შედეგადაც ათობით მოძალადე პატიმარი თავისუფლდება. ქალაქის დაცვის მოვალეობის შემსრულებელი რემნიკი ეჭვობს, რომ ავიაკატასტროფა შემთხვევითი არ ყოფილა, არამედ კარგად დაგეგმილი გეგმის პირველი ნაბიჯი იყო, რომელსაც შორს მიმავალი და დამანგრეველი შედეგები მოჰყვებოდა. სერიალი „შავი სიის“ შემქმნელ ჯონ ბოკენკემპსა და რიჩარდ დ’ოვდიოს მიერ არის შექმნილი. „უკანასკნელ ფრონტში“ ასევე მონაწილეობენ დომინიკ კუპერი, ჰეილი ბენეტი, სიმონე კესელი, დალას გოლდთუთი, ტეიტ ბლუმი და ალფრე ვუდარდი. შოუმ კრიტიკოსებისგან თუ მაყურებლისგან არც ისე თბილი შეფასებები მიიღო. მის პირველ და ერთადერთ სეზონს Rotten Tomatoes-ზე კრიტიკოსების 46%-იანი რეიტინგი აქვს, ხოლო აუდიტორიის რეიტინგი 50%-ია. 10-ეპიზოდიანი პირველი სეზონის პრემიერა 19 ოქტომბერს შედგა და 2025 წლის 5 დეკემბერს დასრულდა. ორი კვირის შემდეგ, Apple TV-მ გააუქმა სერიალი, მიუხედავად იმისა, რომ მისმა შემქმნელებმა მეორე სეზონის პოტენციური სიუჟეტი მოიგონეს. გაუქმებაზე, როგორც ამბობენ, გავლენა მოახდინა ცუდმა შეფასებებმა, დაბალმა ნახვებმა და შემოქმედებითმა გადაწყვეტილებამ. Collider-ის ჯეფ იუინგმა პირველი სეზონით ისიამოვნა და შეაქო ის იმისთვის, რომ მაყურებელი მუდმივად ჩართული ჰყავდა. მისი მიმოხილვიდან ამონარიდი ასეთია: „Apple TV-ის „უკანასკრელი ფრონტი“ მთლიანობაში მყარად ჩაფიქრებული და შესრულებული თრილერია. მისი ყველა ასპექტი მუდმივად ვითარდება, დაწყებული მრავალშრიანი ნარატივიდან, დამთავრებული თითოეული მთავარი პერსონაჟით და ჩრდილში მოქმედი მასშტაბური ორგანიზაციების ჩვენი გაგებით. კლარკი უმაღლესი დონის შესრულებას გვთავაზობს, როგორც შეუპოვარი ამერიკელი მარშალი, ხოლო ბენეტი დასამახსოვრებელია, როგორც იდუმალი საერთაშორისო ქალი. ამ მუდმივად ცვალებად ელემენტებსა და ჭკვიან სცენებს შორის, რომლებიც წარმატებით იყენებენ გარემოს სიბნელეს, ეს არის სერიალი, რომელიც არასოდეს კმაყოფილდება პროგნოზირებადი ამბის მოყოლით.“ სერიალის ყველა ეპიზოდი ექსკლუზიურად Apple TV-ზეა ხელმისაწვდომი. თვალი ადევნეთ ჩვენს განახლებებს.