"God of War"-ის სერიალის გადაღებები დაიწყო – გამოქვეყნდა პირველი ოფიციალური კადრი
"God of War"-ის ლაივ-ექშენ სერიალის გადაღებები დაიწყო. Sony Pictures Television-მა და Amazon MGM Studios-მა სერიალიდან პირველი ოფიციალური კადრი გამოაქვეყნეს, სადაც კრატოსისა და ატრეუსის როლების შემსრულებლები, რაიან ჰერსტი და კალუმ ვინსონი არიან გამოსახულნი. Amazon-მა ასევე დაადასტურა, რომ ადაპტაცია უკვე ორ სეზონზეა შეკვეთილი.
"God of War"-ის ლაივ-ექშენ სერიალის გადაღებები დაიწყო და Sony Pictures Television-მა და Amazon MGM Studios-მა სერიალიდან პირველი ოფიციალური კადრი გამოაქვეყნეს. ორი სტუდია პროექტზე PlayStation Productions-სა და Tall Ship Productions-თან თანამშრომლობს. Amazon-მა ასევე დაადასტურა, რომ ადაპტაცია უკვე ორ სეზონზეა შეკვეთილი.
ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ რაიან ჰერსტისა (კრატოსი) და კალუმ ვინსონის (ატრეუსი) პირველი ოფიციალური კადრი, სადაც მამა-შვილი შვილს ისრის სროლას ასწავლის.
"God of War"-ის სერიალი მამა-შვილ კრატოსსა და ატრეუსს მიჰყვება, რომლებიც "ცოლისა და დედის, ფეის ფერფლის გასაფანტად მოგზაურობას იწყებენ. თავგადასავლების განმავლობაში, კრატოსი ცდილობს შვილს უკეთესი ღმერთი ასწავლოს, ხოლო ატრეუსი მამას უკეთესი ადამიანი ასწავლოს."
ჰერსტისა და ვინსონის გარდა, Playstation-ის ადაპტაციაში ასევე ითამაშებენ მენდი პატინკინი (ოდინი), ედ სკრეინი (ბალდური), მაქს პარკერი (ჰეიმდალი), ოლაფურ დარი ოლაფსონი (თორი), ტერეზა პალმერი (სიფი), ალასტერ დანკანი (მიმირი), ჯეფ გულკა (სინდრი) და დენი ვუდბერნი (ბროკი).
რონალდ დ. მური ("Battlestar Galactica", "Outlander") სერიალის შოურანერის, აღმასრულებელი პროდიუსერისა და სცენარისტის როლს შეასრულებს. დამატებითი აღმასრულებელი პროდიუსერები არიან: მერილ დევისი, კორი ბარლოგი, ნარენ შანკარი, მეთიუ გრემი, ასად ქიზილბაში, ჯეფ ქეთჩამი, ჰერმენ ჰულსტი, როი ლი და ბრედ ვან არაგონი. ჯო მენოსკი, მარკ ბერნარდინი, ტანია ლოტია და ბენ მაკგინისი სერიალის თანა-აღმასრულებელი პროდიუსერები არიან. ემის ჯილდოს მფლობელმა რეჟისორმა ფრედერიკ ე.ო. ტოიმ ("Shōgun", "The Boys", "Fallout") ასევე მოაწერა ხელი სერიალის პირველი ორი ეპიზოდის რეჟისორობას.
სერიალი პირველად სამი წლის წინ გამოცხადდა. იმ დროს დეველოპერულ გუნდს შოურანერი რეიფ ჯადკინსი და "The Expanse"-ის შემქმნელები მარკ ფერგუსი და ჰოუკ ოსტბი ხელმძღვანელობდნენ. თუმცა, ისინი ერთი წლის წინ წავიდნენ და მათ ადგილას რონალდ დ. მური მოვიდა, რომელიც ყველაზე ცნობილია "Star Trek"-ის ფრენჩაიზსა და "Battlestar Galactica"-ის ხელახალ წარმოდგენაზე მუშაობით.
თეგები
წყარო:
www.joblo.com