ჰოლივუდის სიახლეები: ჯეიკ ჯონსონი, ემა რობერტსი, მოლი რინგვალდი და სხვები ახალ როლებში
ჯეიკ ჯონსონი NBC-ის ახალ კომედიაში კერძო გამომძიებლის როლს შეასრულებს. ემა რობერტსი „პატარძლების ომის“ სერიალურ ადაპტაციაში ითამაშებს. „ყვითელქურთუკიანების“ ბოლო სეზონს მოლი რინგვალდი და ჯუნ სქვიბი შეუერთდებიან. მეტ დილონი 1960 წლის ვესტერნის, „შესანიშნავი შვიდეულის“, რიმეიქში მიიღებს მონაწილეობას. Netflix-ის სერიალ „მოუთვინიერებლის“ მეორე სეზონს კი ახალი მსახიობები შეემატნენ.
ჯეიკ ჯონსონი ახალ როლზე დაინიშნა: როგორც TVLine-ი იტყობინება, ის NBC-ის კომედიური სერიალის პილოტურ ეპიზოდში კერძო გამომძიებელს ითამაშებს. პროექტის ავტორები არიან „ბრუკლინ 9-9“-ის სცენარისტები დენ გური და ლუკ დელ ტრედიჩი. ჯონსონი მიკის განასახიერებს, რომელიც, ოფიციალური აღწერილობის თანახმად, სამი წლის წინ LAPD-ის პოლიციელი იყო, „სანამ მისი ცხოვრება თავდაყირა არ დადგა“. „ჭკვიანი, ცინიკური და გულგატეხილი, მაგრამ ვითომ არაფერი, მიკი კერძო გამომძიებელია, რომელსაც საქმეების ამოხსნის ნიჭი აქვს.“ ნახევარსაათიან კომედიურ სერიალს, რომელსაც ჯერჯერობით სახელწოდება არ აქვს, NBC-მ პილოტური ეპიზოდის შეკვეთა იანვარში მისცა. გური და დელ ტრედიჩი პროექტის სცენარისტები და აღმასრულებელი პროდიუსერები იქნებიან. სერიალი „აგრძელებს ლოს-ანჯელესელი კერძო გამომძიებლების დიდებულ ტრადიციას, რომელიც ფილიპ მარლოუთი დაიწყო და ამ შოუთი დასრულდება“, — ნათქვამია ოფიციალურ ანოტაციაში. ჯონსონი ყველაზე ცნობილია ნიკ მილერის როლით Fox-ის კომედიაში „ახალი გოგონა“ (New Girl), რომელიც შვიდ სეზონის შემდეგ 2018 წელს დასრულდა. მან ასევე ითამაშა პორნო გამომცემელი დაგ რენეტი „მინქსში“ (Minx), რომელიც HBO Max-სა და Starz-ზე ორი სეზონის განმავლობაში გადიოდა. მისი სხვა სატელევიზიო ნამუშევრები მოიცავს „სტამპტაუნს“ (Stumptown) და „ჰუპსს“ (Hoops).
* ემა რობერტსი („ამერიკული საშინელებათა ისტორია“) Peacock-ის მიერ შემუშავებულ 2009 წლის რომანტიკული კომედიის „პატარძლების ომი“ (Bride Wars) სერიალურ ადაპტაციაში მიიღებს მონაწილეობას. „ორიგინალის ახალ, თავისუფალ ინტერპრეტაციად“ შეფასებული Peacock-ის „პატარძლების ომი“ რობერტსს დიდ ქალაქში მცხოვრებ საქორწინო დამგეგმავად წარმოგვიდგენს, რომელიც პატარა ქალაქში ჩადის და ადგილობრივ დამგეგმავს უპირისპირდება: „როდესაც ორი ქალი ერთი და იმავე ქორწილის დაგეგმვისთვის იბრძვის, მათი მეტოქეობა სწრაფად გადაიზრდება მეგობრობაზე, საზოგადოებაზე და, საბოლოო ჯამში, სიყვარულზე უფრო დიდ დაპირისპირებაში.“
* Deadline-ის ინფორმაციით, „ყვითელქურთუკიანებმა“ (Yellowjackets) მოლი რინგვალდი („რივერდეილი“) და ჯუნ სქვიბი („კარგი გოგოები“) მომავალი მეოთხე და ბოლო სეზონის მსახიობთა შემადგენლობას შემატეს. რინგვალდი, სავარაუდოდ, ვანის დედას, ვიკის, ითამაშებს, „ახლახან ალკოჰოლიზმისგან გამოჯანმრთელებულ ქალს, რომელიც ყველანაირად ცდილობს წარსულის შეცდომების გამოსწორებას“; სქვიბის პერსონაჟის შესახებ დეტალები არ გაჟღერებულა.
* მეტ დილონი („მაღალი უდაბნო“) MGM+-ის ფილმში „შესანიშნავი შვიდეული“ (The Magnificent Seven) ითამაშებს, რომელიც 1960 წლის კლასიკური ვესტერნის ახალი ინტერპრეტაციაა. ის განასახიერებს თავშეკავებულ ლიდერ კრის ადამსს, რომლის როლსაც ორიგინალში იულ ბრენერი ასრულებდა.
* Netflix-ის სერიალს „მოუთვინიერებელი“ (Untamed) მეორე სეზონის ძირითად შემადგენლობაში მუნ ბლადგუდი („ვარდნილი ცა“) და კეკოა კეკუმანო („სამაშველო: ჰაი-სერფი“) შეემატნენ, — ამის შესახებ სტრიმინგ სერვისმა განაცხადა. ასევე, მოწვეული მსახიობების სახით სერიალს შეუერთდნენ: ლუსიან ბიუქენენი („ღამის აგენტი“), მორონაი კანეკოა („ბოში: მემკვიდრეობა“), რობი მაგასივა („უენთუორთი“), მირა მოლოი („გაბედული ტიპი“), ბრენსკომ რიჩმონდი („ომის მეთაური“) და ჯო ტიპეტი („ისტთაუნის მერი“).
თეგები
წყარო:
www.tvline.com