"Iron Wok Jan!" ანიმეს თიზერული ვიდეო, პერსონაჟები და გუნდი გამოქვეყნდა
შინჯი საიჯოს პოპულარული კულინარიული მანგას, "Iron Wok Jan!"-ის ანიმე ადაპტაციის დეტალები, მათ შორის თიზერული ვიდეო, მთავარი მსახიობები და შემოქმედებითი გუნდი, ოფიციალურად გამოქვეყნდა. ანიმე წელს TV Tokyo-ზე გამოვა.
შინჯი საიჯოს კულინარიული მანგას, "Iron Wok Jan!" (Tetsunabe no Jan!) სატელევიზიო ანიმე ადაპტაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა ოთხშაბათს წარადგინა ანიმეს თიზერული სარეკლამო ვიდეო, თიზერული ვიზუალი, მთავარი მსახიობები და დამატებითი გუნდის წევრები. ანიმე TV Tokyo-ს არხზე გავა.
ანიმეში მონაწილეობენ:
* კიკუნოსუკე ტოია (Kikunosuke Toya) – ჯან აკიამა (Jan Akiyama)
* იკუმი ჰასეგავა (Ikumi Hasegawa) – კირიკო გობანჩო (Kiriko Gobanchō)
* კოჰეი ამასაკი (Kōhei Amasaki) – ტაკაო ოკონოგი (Takao Okonogi)
ანიმეს მთხრობელია კენჯირო ცუდა (Kenjirō Tsuda).
სერიალის სცენარებზე მაკოტო უეზუ (Makoto Uezu) იმუშავებს ("Akame ga KILL!", "Assassination Classroom", "Scum's Wish", "KonoSuba – God’s blessing on this wonderful world!!"). პერსონაჟების დიზაინერი და მთავარი ანიმაციის რეჟისორი მასაკო მაცუმოტოა (Masako Matsumoto) ("Aldnoah.Zero", "Overtake!"). მუსიკას ტომოკი კიკუია (Tomoki Kikuya) ქმნის ("Bocchi the Rock!", "Oblivion Battery").
დამატებითი გუნდის წევრები: ეი აოკი (Ei Aoki) ("Fate/Zero", "Aldnoah.Zero", "Girls Bravo", "Wandering Son") TROYCA-ში ანიმეს რეჟისორია. ანიმეს დებიუტი მიმდინარე წელს შედგება.
ორიგინალური მანგა "Iron Wok Jan!" მოგვითხრობს ნიჭიერ ახალგაზრდა მზარეულ ჯან აკიამაზე, რომელიც მუშაობს უმაღლესი კლასის რესტორანში და მუდმივად ეჯიბრება კირიკო გობანჩოს, რესტორნის მფლობელის შვილიშვილს და თავისთავად შესანიშნავ მზარეულს. მაშინ როცა კირიკო თვლის, რომ საჭმელი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით უნდა მომზადდეს, ჯანს სჯერა, რომ კულინარია კონკურენციისთვის უნდა გამოიყენებოდეს.
საიჯო (Saijyo) ორიგინალურ მანგას გამოსცემდა Akita Shoten-ის ჟურნალ "Weekly Shōnen Champion"-ში 1995-დან 2000 წლამდე, Akita Shoten-მა სერიის 27 ტომი გამოაქვეყნა. ComicsOne-მა სერიის პირველი 13 ტომი ინგლისურად 2002-დან 2005 წლამდე გამოსცა, რის შემდეგაც DrMaster-მა მოიპოვა ლიცენზია და დარჩენილი ტომები 2005-დან 2007 წლამდე გამოსცა.
საიჯომ ასევე გამოაქვეყნა მანგა "Tetsunabe no Jan! R: Chōjō Sakusen" (Iron Wok Jan! R: The Summit Operations) "Weekly Shōnen Champion"-ში, Akita Shoten-მა სერიის 10 შეგროვებული ტომი გამოსცა. საიჯომ 2015 წლის აგვისტოში Takeshobo-ს ჟურნალ "Kindai Mahjong"-ში გამოუშვა სპინ-ოფ მანგა "Tetsupai no Jan!". სპინ-ოფ მანგას სცენარზე ბინგო მორიჰაშიმ (Bingo Morihashi) იმუშავა. Takeshobo-მ მანგას მეშვიდე და ბოლო შეგროვებული ტომი 2018 წლის მარტში გამოსცა.
საიჯომ 2017 წელს გამოუშვა მანგა "Tetsunabe no Jan!! 2nd" (Iron Wok Jan! 2nd), რომელიც 2020 წელს დასრულდა მეშვიდე ტომით. მანგას ფრენჩაიზის 10 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.
წყაროები: Iron Wok Jan! ანიმეს ვებგვერდი, Comic Natalie.
თეგები