ახლახან გამოვიდა ტრეილერი ფილმისთვის „ისინი მოგკლავენ“, რომელიც სრულყოფილ აფეთქებას ჰგავს – ქაოსური, კინეტიკური, სისხლიანი ექშენ-ჰორორ კომედია, რომელიც „ეშმაკის სახლს“ (House Of The Devil), „მზად ხარ თუ არა“ (Ready Or Not) და „შემდეგი შენ ხარ“ (You’re Next) შორის პოზიციონირებს. ფილმში ზაზი ბითსი სიცოცხლისთვის იბრძვის სატანურ სასტუმროში, სადაც მას რიტუალური მსხვერპლად შეწირვას უპირებენ, თუმცა ის მოულოდნელად მდგომარეობას თავდაყირა აყენებს და თავის მომტაცებლებს წითელი (სისხლიანი) შედეგებით უსწორდება. ეს ძალიან სახალისო ტრეილერია. თუმცა, როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრ დეტალს აჩვენებს. ასე რომ, არჩევანი ასეთია: მოუსმინეთ თქვენს ანგელოზს, დაგვიჯერეთ, რომ „ისინი მოგკლავენ“ უზომოდ სახალისოდ გამოიყურება და ჩაინიშნეთ 2026 წლის სანახავი ფილმების სიაში, ან დანებდით თქვენს ეშმაკს და თავად უყურეთ ტრეილერს. როგორც ვთქვით: ნამდვილ აფეთქებას ჰგავს – ჭრა-კვეთა, უამრავი სარკასტული რეპლიკა, უხვადაა სისხლიანი სცენები. ბითსი გენიალურად არის შერჩეული უშიშარი გმირის როლზე, რომელიც ცეცხლოვან ცულებს იქნევს, კიდურებს აჭრის და ადამიანებს პირდაპირ სახეში ურტყამს. ფილმის რეჟისორი რუსი კირილ სოკოლოვია, რომელმაც ადრე გვანახა ხმაურიანი „რატომ არ კვდები უბრალოდ!“ (Why Don’t You Just Die!), და რომელმაც სცენარი ალექს ლიტვაკთან ერთად დაწერა. მონაწილეობს ვარსკვლავური შემადგენლობა: პატრიცია არკეტი, მაი'ალა, ჰეზერ გრემი და ტომ ფელტონი ამ ქაოსში არიან ჩართულნი. ეს პერსპექტიული პირველი შეხედვაა, შესანიშნავი წინაპირობა ორიგინალური ფილმისთვის, რომლის მოლოდინშიც ვიქნებით 2026 წელს. ვნახოთ, შეძლებს თუ არა „ისინი მოგკლავენ“ ტრეილერით შექმნილ მოლოდინს გაამართლოს, როდესაც ის დიდ ბრიტანეთის კინოთეატრებში 2026 წლის 27 მარტს გამოვა.