ჯეიმს კამერონისა და ბილი აილიშის 3D კონცერტის ფილმის პრემიერა გადაიდო
ჯეიმს კამერონის თანარეჟისორობით შექმნილი ბილი აილიშის 3D კონცერტის ფილმის „Hit Me Hard And Soft: The Tour (Live In 3D)“ პრემიერა 20 მარტიდან 8 მაისამდე გადაიდო. კამერონის განცხადებით, მიზეზი ტექნიკური დახვეწა და დამატებითი კონტენტის ჩართვაა.
ჯეიმს კამერონი „პანდორასთვის“ განკუთვნილ 3D ტექნოლოგიას ბილი აილიშის საკონცერტო ფილმში „Hit Me Hard And Soft: The Tour (Live In 3D)“ იყენებს, რომლის თანარეჟისორები კამერონი და აილიში არიან. ფილმი მანჩესტერში, გასულ წელს, აილიშის კონცერტების დროს გადაიღეს.
თუმცა, რეჟისორმა დღეს „ავატარის“ ფილმებიდან კიდევ ერთი ნაცნობი ასპექტის შესახებ განაცხადა, რომელიც „Hit Me Hard And Soft“-საც შეეხო: დაგვიანებები. ინსტაგრამზე კამერონმა გააკეთა განცხადება, რომ აილიშის ფილმის გამოსვლის თარიღი 20 მარტიდან 8 მაისამდე გადაიწევს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის „ავატარის“ გაგრძელებებს შორის არსებული 13-წლიანი პაუზის იდენტური, ჯეიმს კამერონის პროექტების მიმართ მოლოდინი ყოველთვის მაღალია.
„ჩვენ ვხვეწთ მონტაჟს; ვაწყობთ ახალ, მაგარ 3D ტექნოლოგიას; ვამატებთ რამდენიმე განსაკუთრებულ კადრს კულისებიდან, რომელიც ვიცით, რომ მოგეწონებათ. „HIT ME HARD AND SOFT: THE TOUR (LIVE IN 3D)“ ახლა 8 მაისს, პარასკევს, გამოვა. ლოდინი ამად ღირს!“ – განაცხადა კამერონმა. მან ასევე გამოაქვეყნა რამდენიმე კადრი კულისებიდან, სადაც ჩანს მისი მუშაობის პროცესი.
გამოცემა Variety-ის ცნობით, აილიშმა ფილმის შესახებ გასულ წელს, ტურნეს ერთ-ერთი გაჩერებისას განაცხადა. „ბევრი რამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან, ძალიან განსაკუთრებულ რამეზე ვმუშაობ ვინმე ჯეიმს კამერონთან ერთად და ეს 3D ფორმატში იქნება,“ – განაცხადა მან. „ასე რომ, ეს თქვენთვის გასაგები იყოს, და მანჩესტერში ეს ოთხი შოუ, თქვენ და მე იმ პროექტის ნაწილი ვართ, რასაც მასთან ერთად ვაკეთებ. ის სადღაც ამ აუდიტორიაშია, უბრალოდ ვამბობ. ასე რომ, ყურადღება არ მიაქციოთ ამას, და მე ალბათ ამავე სამოსს ზედიზედ ოთხი დღის განმავლობაში ჩავიცვამ.“
წყარო:
www.avclub.com