ჯო როგანი: „ოქროს გლობუსი“ არ მჭირდება – ნომინაციისთვის $500-ის გადახდა არ მსურს
ცნობილმა პოდკასტერმა ჯო როგანმა განაცხადა, რომ მან უარი თქვა „ოქროს გლობუსის“ ნომინაციაზე თავისი პოდკასტისთვის „The Joe Rogan Experience“, რადგან არ სურდა ნომინაციისთვის საჭირო $500-იანი მოსაკრებლის გადახდა. როგანმა აღნიშნა, რომ ის უკვე ხუთი წლის განმავლობაში #1 პოდკასტია Spotify-სა და სხვა პლატფორმებზე, ამიტომ არ სჭირდება ჯილდო. მან ასევე გააკრიტიკა დაჯილდოების პროცესი და ემი პოლერის გამარჯვება, მიანიშნა რა, რომ ჯილდო ცნობილ ადამიანებს გადაეცემათ.
„თქვენ უბრალოდ ადამიანთა ჯგუფი ხართ, რომლებმაც უცებ გადაწყვიტეს, რომ ჯილდოს გასცემენ?“, – კითხულობს პოდკასტერი ცერემონიის უახლესი კატეგორიის შესახებ. ჯო როგანმა თქვა, რომ მან უარი თქვა „ოქროს გლობუსის“ მოგების შესაძლებლობაზე თავისი პოდკასტისთვის „The Joe Rogan Experience“, რადგან არ სურდა ნომინაციისთვის $500-იანი მოსაკრებლის გადახდა.
„ბევრი ამბობს: „რატომ არ იყო ჯო როგანი ნომინირებული „ოქროს გლობუსზე“? რატომ მოიგო ემი პოლერმა?“ მე განაცხადი არ შემუტანია“, – თქვა როგანმა ხუთშაბათის ეპიზოდში. „მთხოვეს, განაცხადი შემეტანა „ოქროს გლობუსზე“ ნომინაციისთვის და $500 უნდა გადამეხადა. ეს $500 დოკუმენტაციისთვის თუ რაც არის. მე ვთქვი: „არა.““
მან დასძინა, რომ არ „ადარდებს“ ის ფაქტი, რომ არ არის ნომინანტთა სიაში, რადგან უკვე „გამარჯვებულია“ იმით, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არის #1 პოდკასტი Spotify-ზე და ყველაზე პოპულარული შოუ სხვა პლატფორმებზე.
„ზედიზედ ექვსი წელია #1 ვარ“, – განმარტა როგანმა. „უცებ კონკურსი უნდა მოაწყოთ ამდენი ტუქსედოიანი ადამიანის წინ და ახლა მეტყვით, რომ #1 არ ვარ? თავი დამანებეთ… არ მადარდებს, რომ #1 ვარ, მაგრამ მე სინამდვილეში #1 ვარ.“
როგანმა, რომელმაც თქვა, რომ ის იყო ერთ-ერთი იმ ექვსი თავდაპირველი კანდიდატიდან, ვისაც შეეძლო მონაწილეობა, დასძინა, რომ ყველას თავისუფლად შეუძლია ჰქონდეს საკუთარი აზრი იმის შესახებ, თუ რომელი პოდკასტი მიაჩნია საუკეთესოდ. „ემი პოლერი ჩემზე მეტად მოგწონთ? შესანიშნავია; არ მადარდებს“, – თქვა მან.
კატეგორია „საუკეთესო პოდკასტი“ 83-ე ყოველწლიურ „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიას დაემატა, რომელიც 11 იანვარს გაიმართა. პოლერმა თასი თავისი პოდკასტისთვის „Good Hang With Amy Poehler“ მოიგო.
როგანმა თქვა, რომ არც კი იცოდა, „ვინ მონაწილეობდა“, მაგრამ იცოდა, რომ პოლერი იყო გამარჯვებული. „უბრალოდ ვიცი, რომ ემი პოლერმა მოიგო და ბევრი ადამიანი განაწყენებულია. „მისი პოდკასტი ექვსი თვეა არსებობს და მან გაიმარჯვა““, – აღნიშნა როგანმა. „თქვენ ჯილდო ცნობილ ადამიანს გადაეცით, რაც, მოგეხსენებათ, ამ სამყაროში ჩვეულებრივი ამბავია.“
„უბრალოდ ვიცი, რომ განაცხადი არ შემუტანია. არ მინდა ამის ნაწილი ვიყო. არ მადარდებს“, – განაგრძო მან. „თქვენ უბრალოდ ადამიანთა ჯგუფი ხართ, რომლებმაც უცებ გადაწყვიტეს, რომ ჯილდოს გასცემენ? „თქვენ თასი გეკუთვნით.“ თავი დამანებეთ.“
წყარო:
www.thewrap.com