ჰოლივუდური ბლოკბასტერების, როგორიცაა „კრიდი III“ (Creed III) და Marvel-ის „ადამიანი-ჭიანჭველა და კრაზანა: კვანტომანია“ (Ant-Man and The Wasp: Quantumania) გადაღებებში ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ჯონათან მეიჯორსი კინოში დაბრუნებას გეგმავს. მან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომ ითამაშოს The Daily Wire-ისა და Bonfire Legend-ის დაუსათაურებელ სამოქმედო ფილმში. ფილმის რეჟისორი და სცენარისტი კაილ რანკინია („გაიქეცი, დაიმალე, იბრძოლე“ / Run Hide Fight). ფილმის სათაური და სიუჟეტი ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია. Deadline-ის ექსკლუზიური რეპორტის მიხედვით, პროექტი „80-90-იანი წლების სამოქმედო ფილმების, „წითელი განთიადის“ (Red Dawn) და „სათამაშო ჯარისკაცების“ (Toy Soldiers) მსგავსი იქნება, რომლებშიც მოზარდი ბიჭების ჯგუფებს უწევდათ გაერთიანება შემოსეველი მტრების დასამარცხებლად“. ფილმის პროდიუსერები არიან ბენ შაპირო („ბენ შაპიროს შოუ“ / The Ben Shapiro Show) და დალას სონიე („ძვლის ტომაჰავკი“ / Bone Tomahawk) The Daily Wire-ისა და Bonfire Legend-ის მხრიდან, ასევე პროდიუსერები არიან ტრევის მილსი (Frontier Crucible), ლილიან კემპბელი (The Pendragon Cycle) და სიდნი ოკრემანი (Terror On The Prairie). The Daily Wire არის სტუდია, რომელმაც ისეთი ფილმები გამოუშვა, როგორიცაა ჯინა კარანოს მონაწილეობით „ტერორი პრერიაზე“ (Terror on the Prairie), ჯერემი ბორინგის სატირული საკალათბურთო კომედია „ლედი ბალერები“ (Lady Ballers) და ჯასტინ ფოლკის დოკუმენტური ფილმები „რასისტი ვარ?“ (Am I Racist?) და „რა არის ქალი?“ (What Is a Woman?). როგორც ცნობილია, მეიჯორსი კარიერის ზენიტში იყო, სანამ სტუდიებმა არ დაითხოვეს იგი მრავალი პროექტიდან, მას შემდეგ რაც 2023 წელს მას შეყვარებულზე თავდასხმაში ბრალი დაედო. მისი უახლესი პროექტი, „უმოწყალო“ (Merciless), არის საშინელებათა თრილერი, რომლის სცენარიც ფრენკ ჰანას და კრისტოფერ ტაფინს ეკუთვნის. „როდესაც მის საყვარელ ქალს ბოროტი ძალა დაეპატრონება, CIA-ს წამყვანი გამომძიებელი მზად არის უფრო ღრმა სიბნელეში ჩავიდეს მის დასამარცხებლად,“ - ნათქვამია ფილმის აღწერაში IMDB-ზე. ჰოლივუდის კეთილგანწყობის დაკარგვამდე, ჯონათან მეიჯორსმა ითამაშა ფილმებში „უკანასკნელი შავკანიანი სან ფრანცისკოში“ (The Last Black Man in San Francisco), „და 5 სისხლი“ (Da 5 Bloods), „ლავკრაფტის ქვეყანა“ (Lovecraft Country), ჯეიმს სემუელის „რაც უფრო ძლიერ დაეცემიან“ (The Harder They Fall), „ერთგულება“ (Devotion), „ჟურნალის ოცნებები“ (Magazine Dreams) და მაიკლ ბ. ჯორდანთან ერთად „კრიდი III“ (Creed III). იმ დროისთვის ფავორიტი მსახიობი, მეიჯორსი მარველის კინემატოგრაფიულ სამყაროში ქანგ დამპყრობლის როლს ასრულებდა, ისეთ პროექტებში, როგორიცაა „ადამიანი-ჭიანჭველა და კრაზანა: კვანტომანია“ (Ant-Man and The Wasp: Quantumania) და „ლოკის“ (Loki) სატელევიზიო სერიალი. Marvel-მა საფუძველი ჩაუყარა იმას, რომ ქანგი MCU-ის შემდეგი „დიდი ბოროტმოქმედი“ ყოფილიყო, მაგრამ მეიჯორსის იურიდიულმა პრობლემებმა (სტუდიის მტკიცებით, სხვა მიზეზებთან ერთად) Marvel აიძულა, კურსი შეეცვალა და საბოლოოდ ქანგი ყურადღების ცენტრიდან გაქრეს.