გაიგეთ, ვის განასახიერებს მსახიობი და კომიკოსი Prime Video-ს დაძაბულ კრიმინალურ თრილერში. მსახიობი და კომიკოსი ჯოშ პეკი შეუერთდა სერიალ „კროსის“ მე-2 სეზონის მსახიობთა გუნდს განმეორებადი მოწვეული ვარსკვლავის სტატუსით, – ამის შესახებ TheWrap ექსკლუზიურად იუწყება. Prime Video-ს ჰიტ სერიალში პეკი სენატორ პიტ ეშფორდს განასახიერებს. პერსონაჟის აღწერის მიხედვით, ეშფორდი არის „ამერიკის ცენტრიდან წარმოშობილი პრივილეგირებული, მომხიბვლელი ვაჟი, რომლის ახალგაზრდობა და გულწრფელობა ხშირად უქმნის სირთულეებს. თუმცა ეშფორდი მოწადინებულია საკუთარი თავის დამტკიცებას, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ვერ ხვდება, როგორი ლიდერი სურს იყოს.“ მისი დებიუტი მე-5 ეპიზოდში შედგება, რომელიც ოთხშაბათს გამოვა. „კროსის“ მთავარი მსახიობები არიან: ალდის ჰოჯი, ისაია მუსტაფა, ალონა ტალი, სამანტა უოლკესი, ხუანიტა ჯენინგსი, კელებ ელაია, მელოდი ჰერდი და ჯონი რეი გილი. პეკი „კროსის“ სამყაროში უახლესი ახალბედაა. მე-2 სეზონში ასევე მოწვეული ვარსკვლავები არიან: მეთიუ ლილარდი, ჯენინ მეისონი და უეს ჩეტემი. პეკის ჰოლივუდური კარიერა 20 წელზე მეტს ითვლის; ის ეკრანებზე 90-იანი წლების ბოლოს, ბავშვთა ვარსკვლავის სტატუსით გამოჩნდა. მას ნათამაშები აქვს არაერთ სატელევიზიო შოუსა და ფილმში, მათ შორის: „ოპენჰაიმერი“, „მინ ქრიკი“, „წითელი განთიადი“, „დრეიკი და ჯოში“, „თოვლიანი დღე“ და სხვა. „კროსის“ მე-2 სეზონის აღწერა ასეთია: „ვაშინგტონში მოქმედი კრიმინალური დრამა მოგვითხრობს ალექს კროსზე (ჰოჯი), ბრწყინვალე მკვლელობის გამომძიებელზე და სასამართლო ფსიქოლოგზე, რომელსაც განსაკუთრებულად შეუძლია მკვლელების გონებაში ჩაღრმავება მათ გამოსავლენად და დასაჭერად. მე-2 სეზონში კროსი დაუნდობელ შურისმაძიებელს დასდევს, რომელიც კორუმპირებულ მილიარდერ მაგნატებზე ნადირობს.“ რვა ეპიზოდიანი მეორე სეზონის პრემიერა 11 თებერვალს შედგა. ახალი ეპიზოდები ყოველ ოთხშაბათს გამოდის, სეზონის ფინალი კი 18 მარტს არის დაგეგმილი. „კროსის“ მთავარ როლს ალდის ჰოჯი ასრულებს, რომელიც ასევე აღმასრულებელი პროდიუსერია. უოტკინსი არის შოურანერი და აღმასრულებელი პროდიუსერი სემ ერნსტთან, ჯიმ დანთან, ჯ. დევიდ შენქსთან, აიანა უაიტთან, კრეიგ სიბელსთან, ოუენ შიფლეტთან, ჯეიმს პატერსონთან, ბილ რობინსონთან და პატრიკ სანტასთან ერთად. სერიალის პროდიუსერები არიან Amazon MGM Studios და Paramount Television Studios.