„კარიბის ზღვის მეკობრეები 6“-ის შესახებ საინტერესო დეტალები ვრცელდება: ვინ იქნება ფრენჩაიზის შემდეგი მთავარი გმირი?
„დისნეის“ დიდი ხნის ნანატრი ფილმის, „კარიბის ზღვის მეკობრეები 6“-ის, შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სცენარზე ოსკარის ნომინანტი კრისტი უილსონ-კერნსი იმუშავებს. ფილმის ცენტრში, სავარაუდოდ, ჯეკ ბეღურას ვაჟი და ქალი მთავარი გმირი აღმოჩნდებიან, რომლის როლსაც, როგორც ვარაუდობენ, მარგო რობი შეასრულებს. სტუდია ახალი, „პანკ-როკ“ სტილის საკულტო პერსონაჟის შექმნას გეგმავს.
„დისნეის“ დიდი ხნის ნანატრი ფილმის, „კარიბის ზღვის მეკობრეები 6“-ის, შესახებ საბოლოოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რაც ფრენჩაიზის შემდეგ მთავარ გმირზე მიგვანიშნებს.
სტუდია „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ფრენჩაიზის გაცოცხლებას დიდი ხანია ცდილობს. ადრე გავრცელდა ცნობები, რომ ოსკარის ნომინანტი მარგო რობი სავარაუდო სპინ-ოფის მთავარ როლზე განიხილებოდა. ჯეფ სნაიდერის ცნობით, „დისნეის“ ახლად დანიშნული აღმასრულებელმა დირექტორი, ჯოშ დ’ამარო, და პრეზიდენტი დანა უოლდენი, როგორც ამბობენ, „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ფრენჩაიზის აღორძინებას პრიორიტეტულ ამოცანად მიიჩნევენ.
ინსაიდერმა განაცხადა, რომ ოსკარის ნომინანტი კრისტი უილსონ-კერნსი („1917“) სტუდიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს „კარიბის ზღვის მეკობრეები 6“-ის სცენარის დასაწერად. გარდა ამისა, მან ასევე გაამხილა, რომ გადატვირთული ფილმის სიუჟეტის ცენტრში შესაძლოა ჯეკ ბეღურას ვაჟი და ქალი მთავარი გმირი აღმოჩნდნენ. ამ უკანასკნელს, სავარაუდოდ, რობი განასახიერებს, რომელიც თავდაპირველად „კარიბის ზღვის მეკობრეების“ სპინ-ოფის მთავარი გმირის როლზე მოიაზრებოდა.
„დისნეი“, როგორც ამბობენ, „ორიგინალური, საკულტო პერსონაჟის შექმნას ცდილობს, რომელიც ჯეკ ბეღურასა და ემა სტოუნის კრუელა დე ვილს შორის პანკ-როკ შერწყმას წარმოადგენს“. გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტუდია ჯონი დეპის ჯეკ ბეღურას დაბრუნებას მეექვსე ნაწილში მეორეხარისხოვანი როლისთვის განიხილავდა. ამ დროისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია, რჩება თუ არა ეს სტუდიის გეგმად.
ფრენჩაიზის ახალ ფაზას კვლავ ჯერი ბრუკჰაიმერი პროდიუსირებს, რომელმაც ადრე დაადასტურა, რომ გაგრძელებაზე არ იმუშავებდნენ, თუ სცენარს სწორად ვერ დაწერდნენ. უილსონ-კერნსის ჩართვამდე, ფრენჩაიზის სცენარისტმა ტედ ელიოტმა წვლილი შეიტანა გადატვირთული ფილმის სცენარის უახლეს მონახაზში.
„ჩვენ სცენარზე ვმუშაობთ“, - განაცხადა ბრუკჰაიმერმა. „თუ ის გვერდზე არ იქნება, ეკრანზეც არ მოხვდება. ერთ მომენტში ორი სცენარი გვქონდა, შემდეგ ერთი გამოვარდა და მეორე ავირჩიეთ“. (წყარო: The InSneider)
თეგები
წყარო:
www.comingsoon.net