შინია იამადას, რომელიც მონონიმით „შინია“ გამოდიოდა, 2020 წელს მსხვილი ნაწლავის კიბოს მე-4 სტადია, გასულ წელს კი ტვინის სიმსივნე დაუდგინდა. მან შვიდი ოპერაცია, ქიმიო- და სხივური თერაპია გაიარა, იმის მიუხედავად, რომ გეგმავდა ჯგუფის "Lunatic X'Mas 2025 -Our Journey Continues-" კონცერტზე დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრას 12 მარტს (კონცერტი 23 დეკემბრიდან იყო გადადებული). თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ის მოულოდნელად გარდაიცვალა. ოჯახის წევრების სურვილით, პირადი პანაშვიდი გაიმართა. ჯგუფის წევრები გეგმავენ სამახსოვრო ცერემონიის გამართვას ფანებისთვის და დეტალებს გადაწყვეტისთანავე გაასაჯაროებენ. იამადა დაიბადა 1970 წლის 13 იანვარს კანაგავას პრეფექტურაში. 2000 წლის მაისში ის მომღერალ აია იშიგუროზე დაქორწინდა. იმავე წლის ნოემბერში წყვილს პირველი ქალიშვილი შეეძინა, რასაც 2002 წლის სექტემბერში მეორე გოგონა, ხოლო 2004 წლის აგვისტოში ვაჟი მოჰყვა. LUNA SEA-ს ხუთმა წევრმა ჯგუფი 1989 წელს შექმნა, იამადა კი სოლო არტისტადაც მოღვაწეობდა. LUNA SEA-მ შეასრულა თემატური სიმღერები ანიმეებისთვის "Endride" და "Mobile Suit Gundam: The Origin: Advent of the Red Comet". იამადამ ბოლო ინსტაგრამ პოსტი 13 ნოემბერს გააკეთა, წინა უქმეებზე "Lunatic Fest 2025" ღონისძიებაზე მოულოდნელი გამოჩენის შემდეგ. პოსტში იამადამ აღნიშნა, რომ ტიროდა ყოველთვის, როცა თავისი გამოსვლის ფოტოს ხედავდა. მან პატივი მიაგო თავისი ჯგუფის წევრებს, მათ შორის Siam Shade-ის დრამერ ჯუნჯი საკუმას, რომელმაც ღონისძიების დროს შეცვალა. წყაროები: Luna Sea-ს ვებგვერდი Hachima Kikō-ს მეშვეობით, Oricon.