მანგა „ლურჯი ეგზორცისტი“ დროებით პაუზაზე გადის
მანგას ავტორმა კაზუე კატომ განაცხადა, რომ მისი პოპულარული ნამუშევარი „ლურჯი ეგზორცისტი“ 4 მარტიდან, ჟურნალ Jump SQ.-ის აპრილის ნომრიდან, დროებით შეჩერდება. პაუზა დაკავშირებულია მანგის ფინალისთვის მზადებასთან, სამუშაო გარემოს ცვლილებებთან და ახალი ტომების მომზადებასთან. მანგა ივლისში განახლდება.
მანგას ავტორმა კაზუე კატომ თავის X/Twitter ანგარიშზე ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისი მანგა „ლურჯი ეგზორცისტი“ (Blue Exorcist) პაუზაზე გადის. ეს შეჩერება დაიწყება Shueisha-ს ჟურნალ Jump SQ.-ის აპრილის ნომრიდან, რომელიც 4 მარტს გამოვა.
კატომ განმარტა, რომ პაუზას იღებს მანგას ფინალური თავისთვის მოსამზადებლად, სამუშაო გარემოში ცვლილებების შესატანად და ასევე მანგას მომავალი კომპილირებული წიგნის ტომების მოსამზადებლად. მანგა განახლდება Jump SQ.-ის აგვისტოს ნომერში, რომელიც ივლისში გამოვა.
კატომ მანგა Jump SQ.-ში 2009 წელს დაიწყო. მანგა პაუზაზე იყო 2021 წლის ივლისში და განახლდა 2022 წლის მაისში. მანგის 25 მილიონზე მეტი ეგზემპლარია ტირაჟირებული. Viz Media მანგას ინგლისურ ენაზე გამოსცემს.
მანგას მიხედვით 2011 წელს შეიქმნა 25-ეპიზოდიანი სატელევიზიო ანიმე სერიალი, ასევე 2011 წელს შედგა „ლურჯი ეგზორცისტი: კურო სახლიდან გარბის“ (Blue Exorcist: Kuro Runs Away From Home) OVA-ს პრემიერა. „ლურჯი ეგზორცისტი“ (The Blue Exorcist) ფილმის პრემიერა იაპონიაში 2012 წლის დეკემბერში გაიმართა.
„ლურჯი ეგზორცისტი: კიოტოს საგა“ (Blue Exorcist: Kyoto Saga) სატელევიზიო ანიმეს პრემიერა 2017 წელს შედგა და 12 ეპიზოდი გავიდა ეთერში. „ლურჯი ეგზორცისტი: შიმანეს ილუმინატების საგა“ (Blue Exorcist: Shimane Illuminati Saga) ანიმეს პრემიერა იაპონიაში 2024 წლის იანვარში შედგა. Crunchyroll-მა ანიმე იაპონიაში ეთერში გასვლისთანავე გადასცა, ასევე ინგლისური დუბლირებაც შეთავაზა. Toonami-მ ანიმე 2025 წლის აგვისტოში აჩვენა.
„ლურჯი ეგზორცისტი: თოვლის მიღმა საგა“ (Blue Exorcist: Beyond the Snow Saga, Ao no Exorcist: Yuki no Hate-hen), „ლურჯი ეგზორცისტი: შიმანეს ილუმინატების საგის“ გაგრძელება, ეთერში 2024 წლის ოქტომბერში გავიდა. „ლურჯი ეგზორცისტი: ლურჯი ღამის საგა“ (Blue Exorcist: The Blue Night Saga) მეორე კურსი (წლის მეოთხედი) იყო და მისი პრემიერა 2025 წლის იანვარში შედგა. Crunchyroll-მა ანიმე ეთერში გასვლისთანავე გადასცა. Toonami-მ ანიმე 2025 წლის ნოემბერში აჩვენა.
წყარო: კაზუე კატოს X/Twitter ანგარიში