მანგა „My Unique Skill Makes Me OP even at Level 1“ ავტორის ჯანმრთელობის გამო დროებით შეჩერდება
„კოდენშას“ ჟურნალმა „Monthly Shonen Sirius“-მა განაცხადა, რომ მანგა „My Unique Skill Makes Me OP even at Level 1“ მავატას ჯანმრთელობის პრობლემების გამო შეჩერდება. დაბრუნების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„კოდენშას“ ჟურნალ „Monthly Shonen Sirius“-ის ოფიციალურმა X/Twitter ანგარიშმა ორშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მავატას მანგა „My Unique Skill Makes Me OP even at Level 1“ (Level 1 dakedo Unique Skill de Saikyō desu) შეჩერდება ავტორის ჯანმრთელობის პრობლემების გამო. „კოდენშა“ მოგვიანებით გამოაცხადებს, თუ როდის განახლდება მანგა.
მანგა ნაზუნა მიკისა და სუბაჩის ამავე სახელწოდების ნოველების ადაპტაციაა. „Kodansha USA Publishing“-მა მოიპოვა როგორც ლაით ნოველების სერიის, ასევე მანგას ადაპტაციის ლიცენზია.
მიკიმ სერია „Shōsetsuka ni Narō“ (იყავი ნოველისტი) ვებგვერდზე 2017 წლის თებერვალში დაიწყო. მიკიმ და სუბაჩიმ ლაით ნოველების სერია 2017 წლის სექტემბერში გამოუშვეს. მავატას მანგას ადაპტაცია „კოდენშას“ „Suiyōbi no Sirius“ ვებგვერდზე 2018 წლის მაისში გამოვიდა. ნოველების მიხედვით შეიქმნა სატელევიზიო ანიმე, რომლის პრემიერაც 2023 წლის ივლისში შედგა. „Crunchyroll“-მა ანიმე იაპონიაში ეთერში გასვლის პარალელურად გაუშვა.
წყარო: „Monthly Shonen Sirius“-ის X/Twitter ანგარიში.
თეგები