მანგა „ოთხშაბათი, გთხოვ ჩაეხუტე ჩემს ქმარს“ ლაივ-ექშენ სერიალად გადაკეთდება
იაპონურმა სტრიმინგ სერვისმა U-NEXT-მა განაცხადა, რომ კიკუკო კიკუიას მანგა „Suiyōbi, Watashi no Otto ni Dakarete Kudasai“ (ქართ. „ოთხშაბათი, გთხოვ ჩაეხუტე ჩემს ქმარს“) ლაივ-ექშენ სერიალის ადაპტაციას მიიღებს. მანგა მოგვითხრობს იოკოს შესახებ, რომელიც გაცნობის აპლიკაციაში გათხოვილ მამაკაცს ხვდება. ამბავი არატრადიციულ გზას იღებს, როდესაც მამაკაცის ცოლი იოკოს სთხოვს, რომ რომანი გააგრძელოს. კომპანია დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაამჟღავნებს.
იაპონურმა სტრიმინგ სერვისმა U-NEXT ორშაბათს განაცხადა, რომ კიკუკო კიკუიას მანგა „Suiyōbi, Watashi no Otto ni Dakarete Kudasai“ (ქართ. „ოთხშაბათი, გთხოვ ჩაეხუტე ჩემს ქმარს“) ლაივ-ექშენ სერიალის ადაპტაციას მიიღებს. კომპანია ადაპტაციის შესახებ დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაამჟღავნებს.
მანგას სიუჟეტი იოკოს გარშემო ვითარდება, ქალის, რომელსაც მანამდე არასოდეს ჰყოლია მეგობარი მამაკაცი. ის რეგისტრირდება გაცნობის აპლიკაციაში, სადაც ხვდება ოფისის თანამშრომელ ფუმიუკი კამისუს. იოკო იწყებს ფუმიუკისთან შეხვედრას, იმის ცოდნის გარეშე, რომ ის დაქორწინებულია. ფუმიუკი მოგვიანებით ეუბნება იოკოს, რომ მისმა მეუღლემ, რეიმ, გაიგო მათი რომანის შესახებ და შეხვედრასაც კი ითხოვს მასთან. როდესაც იოკო რეის ხვდება ბოდიშის მოსახდელად, ბოდიშის მიღების ნაცვლად, რეი სთხოვს იოკოს, გააგრძელოს რომანი ფუმიუკისთან.
კიკუიამ მანგა U-NEXT აპლიკაციაზე 2024 წელს გამოუშვა. U-NEXT-მა მანგას პირველი კრებული ციფრულად 2024 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა, ხოლო მესამე ტომი – 1 იანვარს. Digital Manga Publishing-მა ლიცენზირება მოახდინა და ინგლისურ ენაზე გამოუშვა კიკუიას წინა ორი ბოის-ლავ მანგა: „Entangled Circumstances“ და „Secret Thorns“. WWWave Corporation-ის Coolmic ვებგვერდი აქვეყნებს კიკუიას მანგას „I Started a Dating Agency in a Different World 2023“.
წყაროები: U-NEXT, Comic Natalie
თეგები