„ამაზონმა დარეკა. ჩვენმა მარკიმ ისინი გააბრაზა,“ – აცხადებს Lake Theater & Café ორეგონის შტატის ქალაქ ლეიკ ოსვეგოდან. კომპანია Amazon-მა გააუქმა დოკუმენტური ფილმ „მელანიას“ ჩვენებები Lake Theater & Café-ში, მას შემდეგ, რაც თეატრმა ფილმზე ხუმრობები თავის მარკიზე განათავსა. თეატრმა პირველი ლედის შესახებ ბრეტ რატნერის ახალი დოკუმენტური ფილმისთვის განკუთვნილ მარკიზე არაერთი ხუმრობა გამოაქვეყნა. ეს ხუმრობები მოიცავდა ფრაზებს: „მელანია „პრადას“ ატარებს? გაიგეთ პარასკევს!“ და „მტრის დასამარცხებლად, ის უნდა იცნობდე“. ამაზონმა გაიგო ხუმრობების შესახებ და რამდენიმე დღის შემდეგ დოკუმენტური ფილმი თეატრიდან გაიტანა. „დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ზემდგომები (ანუ ამაზონში) უკმაყოფილო იყვნენ იმით, თუ როგორ ვუწევდით რეკლამას მათ ფილმს („მელანია“) ჩვენს მარკიზე, და რომ, მათი თქმით, კვირა იქნებოდა მისი ჩვენების ბოლო დღე აქ,“ – ასეთი განცხადება გამოაქვეყნეს თეატრის წარმომადგენლებმა ინსტაგრამზე. „მანამდე უამრავი ელფოსტა, ხმოვანი შეტყობინება და Google / Yelp-ის მიმოხილვაც (Google / Yelp-მა ისინი წაშალა) მივიღეთ, სადაც ხალხი გაკვირვებული იყო, რატომ გვქონდა „მელანია“ აქ, ან სხვები აღშფოთებას გამოხატავდნენ მის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების გამო.“ ამაზონმა 40 მილიონი დოლარი დახარჯა დოკუმენტური ფილმის წარმოებასა და გავრცელებაზე – დამატებით 35 მილიონი დოლარი კი მარკეტინგისთვის დაამატა. ფილმი ასახავს მელანია ტრამპის ცხოვრების 20 დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეორე ინაუგურაციის წინ. მან პირველ უქმეებზე 7 მილიონი დოლარის შემოსავალი მოულოდნელად აჩვენა. Lake Theater & Café-ის მენეჯერმა ჯორდან პერიმ The Oregonian-ს განუცხადა, რომ მარკის განთავსების შემდეგ მას ამაზონიდან დაურეკეს და ფილმის გაუქმება სთხოვეს. „სტუდია უკმაყოფილო იყო და/ან არ მოეწონა ჩემი მიდგომა მათი ფილმის ჩვენს საზოგადოებასთან მარკეტინგის მიმართ,“ – თქვა მან. მოგვიანებით, თეატრმა ამავე მარკიზე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარკიმ ისინი ამაზონთან „ცხელ წყალში“ (გასაჭირში) ჩააგდო. „ამაზონმა დარეკა. ჩვენმა მარკიმ ისინი გააბრაზა. „მელანიას“ ყველა ჩვენება გაუქმებულია. სამაგიეროდ, მხარდაჭერა Whole Foods-ში გამოხატეთ. შეუერთდით Amazon Prime-ს უფასო ორდღიანი მიწოდებისთვის,“ – ეწერა სარკასტულ შეტყობინებაში. „მელანიას“ გამოსვლამ დოკუმენტური ფილმების სივრცეში სხვა მოულოდნელი ეფექტებიც გამოიწვია. მოქმედი პირველი ლედის შესახებ ფილმის საპირისპიროდ, ყოფილი პირველი ლედის შესახებ დოკუმენტურმა ფილმმა ნახვების ზრდა განიცადა. Luminate-ის მონაცემებით, „გახდომა“ – ნეტფლიქსის დოკუმენტური ფილმი მიშელ ობამას შესახებ – შაბათ-კვირის განმავლობაში ნახვების 13 000 საათით მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.