„კოდნაშას“ ჟურნალ „Monthly Shonen Sirius“-ის ოფიციალურმა X/Twitter-ის გვერდმა ორშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მავატას მანგა „My Unique Skill Makes Me OP even at Level 1“ (იაპონურად: Level 1 dakedo Unique Skill de Saikyō desu) ავტორის ჯანმრთელობის პრობლემების გამო დროებით შეჩერდება. „კოდნაშა“ მანგას დაბრუნების თარიღს მოგვიანებით გამოაცხადებს. მანგა ნაზუნა მიკისა და სუბაჩის ამავე სახელწოდების ნოველების ადაპტაციაა. „Kodansha USA Publishing“-მა მოიპოვა როგორც ლაით ნოველების სერიის, ასევე მანგა ადაპტაციის ლიცენზია. მიკიმ სერია Shōsetsuka ni Narō (Let's Be Novelists) ვებსაიტზე 2017 წლის თებერვალში წარადგინა. მიკიმ და სუბაჩიმ ლაით ნოველების სერია 2017 წლის სექტემბერში გამოუშვეს. მავატას მანგა ადაპტაცია „კოდნაშას“ ვებსაიტ „Suiyōbi no Sirius“-ზე 2018 წლის მაისში გამოვიდა. ნოველების მიხედვით შეიქმნა სატელევიზიო ანიმე, რომლის პრემიერაც 2023 წლის ივლისში შედგა. „Crunchyroll“-მა ანიმეს ტრანსლაცია იაპონიაში ეთერში გასვლისთანავე დაიწყო. წყარო: Monthly Shonen Sirius-ის X/Twitter-ის ანგარიში.