„მოსიარულე მკვდრებს“ 11 სეზონი ჰქონდა, რაც ნამდვილად შთამბეჭდავია, თუმცა ყველა სეზონი ერთნაირი ხარისხის არ ყოფილა. პოპულარული სერიალი AMC-ზე 2010 წელს გამოვიდა. სერიალმა ახალი სიცოცხლე შთაბერა ზომბის ჟანრს, ზომბი აპოკალიფსის ისტორიის ახლებური ხედვით, რომელიც გადარჩენილთა მცირე, მაგრამ მტკიცე ჯგუფზე იყო ორიენტირებული. რიკ გრაიმსი ბუნებრივ ლიდერად იქცევა, რადგან ეპიდემიამდე ის შერიფის მოადგილედ მუშაობდა. კომიდან გაღვიძების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ნაცნობი სამყარო აღარ არსებობდა. სერიალის განვითარებასთან ერთად, შემოჰყავდათ ახალი პერსონაჟები, ჯგუფები და მეტოქეები, შოუ ფინალამდე ვითარდებოდა, თუმცა ზოგიერთი სეზონი უდიდესი ჰიტი იყო, ზოგი კი წარსულში დარჩენას იმსახურებს. სერიალის დასასრულისთვის შოუმ ტემპი დაკარგა. თითქმის ყველა ორიგინალური პერსონაჟი გაქრა, ნაცნობი გმირებიც კი საკუთარ თავს აღარ ჰგავდნენ. პერსონაჟები საშინელ, ან უბრალოდ უცნაურ არჩევანს აკეთებდნენ და დაძაბულობა აკლდა. მთელი სეზონი სამ ნაწილად იყო დაყოფილი, რაც იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა და ძალიან განსხვავდებოდა ადრეული სეზონების მღელვარებისგან. იყო ნათელი წერტილებიც, ნეგანის „ჩურჩულებში“ შეღწევა და მისი გამოსყიდვის ამბავი, ასევე დაძაბული ისტორია ქეროლსა და ეზეკიელს შორის, მაგრამ მთლიანობაში, მთელი სეზონი ნელი იყო. ის საბოლოოდ აცნობს მაყურებელს ბოლო სეზონის ანტაგონისტებს, მაგრამ მკაფიო ფოკუსისა და მიმართულების გარეშე, შოუ მზად იყო „პენსიაზე გასასვლელად“, და მე-10 სეზონმა ეს აშკარად დაანახა. „მოსიარულე მკვდრების“ მე-8 სეზონში ბევრი გადამწყვეტი მომენტი იყო, მაგრამ ეს მათ კარგ მომენტებად არ აქცევს. თითქმის ათწლიანი მზადების შემდეგ, რომ კარლი რიკის შემცვლელი და საზოგადოების ახალი ლიდერი გამხდარიყო, რადგან რიკის მენტალური მდგომარეობა უარესდებოდა, კარლს ვოლკერი უკბენს შოუს ყველაზე იმედგამაცრუებელ მომენტში. შოუს სხვა გმირების ინტენსიური სიკვდილისგან განსხვავებით, ეს პერსონაჟის შეურაცხყოფას ჰგავდა და არც ორიგინალური გეგმის, არც შოუს ინსპირაციის წყარო კომიქსების ნაწილი არ იყო. იყო სხვა მომენტებიც, რომლებიც შეიძლებოდა ბრწყინვალე ყოფილიყო, მაგალითად მორალესის დაბრუნება პირველი სეზონიდან, მაგრამ ეს მომენტები შემოკლებული იყო. სცენარი დაღლილი ჩანდა, კრეატიულობა კი - გამხმარი. მიუხედავად იმისა, რომ ქარიზმატული პერსონაჟები, როგორიცაა ნეგანი, მაყურებლის ჩართულობას უწყობდა ხელს, და მეგის ლიდერობის გზა საინტერესო იყო, სეზონი სიცარიელის შეგრძნებას ტოვებდა და იმ ხარისხს ვერ ინარჩუნებდა, რაც აქამდე იყო მიღწეული. „მოსიარულე მკვდრების“ მე-9 სეზონს ტემპის პრობლემა ჰქონდა მეორე ნახევარში, თუმცა იყო რამდენიმე ნამდვილად ნათელი წერტილი და ინტრიგული განვითარება მთელი სეზონის განმავლობაში, რამაც ის გამორჩეული გახადა. მეგის მიერ ჰილტოპის დაპყრობა უხერხემლო ლიდერ გრეგორისგან, რიკის მცდელობები გადაერჩინა თავისი საზოგადოება და თავი გაეწირა, როცა ისინი საბოლოოდ სტაბილურობის წერტილს მიაღწიეს, და „ჩურჩულების“ შემოყვანა - ეს ყველაფერი მიმზიდველი სიუჟეტური ხაზები იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დეტალის განვითარებას რამდენიმე ეპიზოდი დასჭირდა, როდესაც თითქოს ერთ ან ორ ეპიზოდში შეიძლებოდა მათი გამოკვლევა, იყო ძლიერი შესრულებები, დიდი გამოვლინებები და წარმოუდგენელი სიუჟეტური გადახვევები. „მოსიარულე მკვდრების“ მე-9 სეზონი შესაძლოა საუკეთესო არ ყოფილიყო, მაგრამ ის ყველაზე ცუდიდან შორს იყო. მიუხედავად იმისა, რომ შუა ნაწილში ექვსწლიანი ნახტომიც უცნაურად იგრძნობოდა, რასაც მოჰყვა ეპიზოდების სერია, რომელთაც ერთი დღის მოვლენების გამოსავლენად ძალიან დიდი დრო დასჭირდათ. საბოლოო სეზონი არსებითად ახალი სპინ-ოფების რეკლამირების საშუალებად იქცა. ბოლო ეპიზოდში ამ პროექტების თრეილერია, რაც მასიურად აფერხებს ისტორიის დასრულების იდეას და მას არადამაკმაყოფილებელ დასასრულად აქცევს. თუმცა ამის მიღმა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი სეზონიდან მხოლოდ ქეროლი და დერილ ყავდათ, მსახიობთა დანარჩენმა შემადგენლობამ ნამდვილად მოახერხა, რომ ბოლო სერია მიმზიდველი ყოფილიყო. პერსონაჟებმა, როგორიცაა ჯუდითი, იუჯინი, როზიტა, მერსერი და სხვები, სეზონი ისეთად აქციეს, როგორიც არის, და თანამეგობრობას მნიშვნელობა მიანიჭეს, მიუხედავად მათი წარმოუდგენლად გვიანი შემოყვანისა. სამყაროს აღდგენის ხილვა, შემდეგ კი საზოგადოების ბზარების შესწავლა, როდესაც ადამიანები ხარბად აგროვებენ ძალაუფლებას და სტატუსს, მიმზიდველი იყო, და ის, თუ როგორ განვითარდა და დასრულდა ეს ისტორიები, ძლიერად იგრძნებოდა. მე-4 სეზონში დაბრუნებისას, როდესაც ჯგუფი ციხეში ცხოვრობდა, კონფლიქტი გუბერნატორთან და მის ხალხთან ფეთქებადი დასასრულით სრულდება. ურთიერთობები სწრაფად ვითარდება და გლენისა და მეგის მსგავსი პერსონაჟებისთვის რომანის აყვავება იმედის მცირე სხივია სხვაგვარად უკაცრიელ ჯოჯოხეთურ პეიზაჟში. თუმცა, ციხე-სახლის დაუცველად დატოვების შემდეგ, ჯგუფი ტერმინუსისკენ მიემართება. გზა გრძელია და მრავალი კონფლიქტია გზაზე, მათ შორის ბეთის უცნობების ჯგუფის მიერ დატყვევება. ასევე ამ ეტაპზე ვხედავთ, თუ როგორ გარდაიქმნება ქეროლი ჩუმი და მშვიდი ქალისგან, რომელიც დედა და ცოლი იყო, ისეთ პიროვნებად, რომელიც გადარჩება ნებისმიერ ფასად. ეს განვითარებები ძლიერია, მაგრამ სეზონი ოდნავ ნელი და დაშლილი ჩანდა ზოგიერთ სხვასთან შედარებით. მე-7 სეზონმა შოუ ისე შეცვალა, რომ ვეღარასოდეს გამოჯანმრთელდებოდა. ეპიკური კლიფჰენგერის შემდეგ, ვლინდება, რომ ახალმა ანტაგონისტმა, ნეგანმა, სასტიკად მოკლა გლენი მისი საყვარელი ორსული მეუღლის თვალწინ.