მსახიობი ჯეიმს ვან დერ ბიკი გარდაიცვალა: ოჯახი ფინანსურ გაჭირვებაში აღმოჩნდა
მსახიობი ჯეიმს ვან დერ ბიკი 11 თებერვალს, მსხვილი ნაწლავის კიბოსთან ორწლიანი ბრძოლის შემდეგ, გარდაიცვალა. მკურნალობის მაღალი ხარჯების გამო, მისი ოჯახი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მეგობრების მიერ შექმნილ GoFundMe გვერდზე აღნიშნულია, რომ მსახიობის ექვსშვილიანი ოჯახი რესურსების გარეშე დარჩა.
მსახიობი ჯეიმს ვან დერ ბიკი 11 თებერვალს, ოთხშაბათს, მსხვილი ნაწლავის კიბოსთან ორწლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. მსხვილი ნაწლავის კიბოს სამკურნალო პროცედურები შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე ძვირია და ფინანსურმა ტვირთმა მისი ოჯახი მძიმე გაჭირვებაში ჩააგდო. „დოუსონის ნაკადულის“ (Dawson’s Creek) მსახიობისა და მისი მეუღლის, კიმბერლი ვან დერ ბიკის მეგობრების მიერ ორგანიზებული GoFundMe გვერდის მიხედვით, სამედიცინო ხარჯებმა მათი რესურსები ამოწურა, რის გამოც ოჯახს „თანხები გამოელია“. წყვილი ექვს შვილთან ერთად ცხოვრობდა, რომელთა ასაკი 4-დან 15 წლამდე მერყეობს.
თეგები
წყარო:
www.tvinsider.com