მსახიობი ტიმოთი ბასფილდი ბავშვთა სექსუალური ძალადობის საქმეზე თავს უდანაშაულოდ აცხადებს
„ვესტ უინგის“ ვარსკვლავი ტიმოთი ბასფილდი ოფიციალურად თავს უდანაშაულოდ აცხადებს ოთხ მძიმე დანაშაულში, რომელიც მცირეწლოვანთან სექსუალურ კონტაქტს გულისხმობს. ბრალდებები, რომელიც 2022 და 2023 წლების ინციდენტებს ეფუძნება, ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ დაამტკიცა. ბასფილდი კატეგორიულად უარყოფს ყოველგვარ დანაშაულს, მისი იურიდიული გუნდი საქმის განხილვისთვის ემზადება, ხოლო მსახიობის ადვოკატი რაიონული პროკურორის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს საქმის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
მედიის არაერთი ცნობით, „ვესტ უინგის“ მსახიობმა ტიმოთი ბასფილდმა ოფიციალურად არ აღიარა ბრალი ბავშვთა სექსუალური ძალადობის საქმეზე. მოსამართლემ დააკმაყოფილა მსახიობის მოთხოვნა, გათავისუფლებულიყო წინასასამართლო მოსმენებისგან, რამაც მისი უდანაშაულობის აღიარება გამოიწვია.
სერიალ „ოცდაათწლოვანის“ ვარსკვლავს ოთხი მძიმე დანაშაული ედება ბრალად – მცირეწლოვანთან კრიმინალური სექსუალური კონტაქტი. ეს ბრალდებები ახალი მექსიკოს ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ 6 თებერვალს დაამტკიცა და 11 თებერვალს შევიდა ძალაში. ამ მოსმენისას, ბასფილდის ადვოკატებმა მისი საქმის განხილვის გარეშე დატოვება მოითხოვეს; ამ კვირაში მოსამართლემ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა წინასასამართლო მოსმენებზე არყოფნის შესახებ, რამაც სასამართლოში მისი უდანაშაულობის ოფიციალური პოზიციის შეტანა გამოიწვია.
ბასფილდი, რომელიც გასულ თვეში გაათავისუფლეს პატიმრობიდან, კატეგორიულად უარყოფს რაიმე დანაშაულს. მესამე ხარისხის დანაშაულები 2022 წლის ოქტომბრისა და 2023 წლის სექტემბრის ბრალდებებიდან გამომდინარეობს, როდესაც ბასფილდი ორ ბავშვ მსახიობს უწევდა რეჟისორობას სერიალ „დამლაგებლის“ გადასაღებ მოედანზე. ბასფილდის წარმომადგენლებმა შაბათს კომენტარის მოთხოვნას დაუყოვნებლივ არ უპასუხეს.
ვინაიდან ბასფილდი გათავისუფლებულია წინასასამართლო მოსმენებისგან, მისი იურიდიული გუნდი სასამართლოში 10 მარტს, განრიგის კონფერენციაზე გამოცხადდება. ბასფილდის დაკავების ორდერი 9 იანვარს გამოიცა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ბრალდებები, რომ მას არაადეკვატური სექსუალური კონტაქტი ჰქონდა ორ 11 წლის ბიჭთან, როდესაც ის შოუში რეჟისორად და აღმასრულებელი პროდიუსერად მუშაობდა. ის ხელისუფლებას 13 იანვარს ჩაბარდა.
„ამ ტყუილებს შევებრძოლები“, – თქვა „ვესტ უინგის“ ვარსკვლავმა მაშინ. „ისინი საშინელებაა. ეს ყველაფერი ტყუილია. მე არაფერი დამიშავებია ამ პატარა ბიჭებისთვის და მე ამას ვებრძოლები. ვიბრძოლებ შესანიშნავ გუნდთან ერთად და გამართლებული ვიქნები.“
ბასფილდს, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, მინიმუმ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სახელმწიფო პროკურორების მიერ შედგენილი მოწმეთა სიაში შედის სულ მცირე ოთხი ადამიანი, რომლებმაც ადრე მსახიობი სექსუალურ არასათანადო ქცევაში დაადანაშაულეს, მაგრამ მათი ბრალდებები არ არის შეტანილი მძიმე დანაშაულთა სიაში, იუწყება TMZ.
„ბრალდება მოულოდნელი არ ყოფილა“, – განუცხადა EW-ს განცხადებაში ბასფილდის ადვოკატმა, ლარი სტაინმა. „როგორც ამბობენ, ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგია ლორის სენდვიჩსაც კი წაუყენებს ბრალს. ის, რაც ღრმად შემაშფოთებელია, არის ის, რომ რაიონული პროკურორი ირჩევს ისეთი საქმის გაგრძელებას, რომელიც ფუნდამენტურად არასწორია და სასამართლოში მისი დამტკიცება შეუძლებელია.“
თეგები
წყარო:
www.thewrap.com