Netflix მილიონობით წლით უკან, დინოზავრების ეპოქაში გვაბრუნებს. სტრიმინგ-პლატფორმამ წარმოადგინა მომავალი დოკუმენტური სერიალის „დინოზავრები“ ოფიციალური თრეილერი, მთავარი პოსტერი და გამოსვლის თარიღი. პოსტერზე გამოსახულია მონსტრულად უზარმაზარი დინოზავრის პირი, რომელიც ზვიგენის გადაყლაპვას აპირებს, ხოლო თრეილერი მაყურებელს ამ მოქმედების ამსახველ კადრებს სთავაზობს. ამ დროს მთხრობელი, მორგან ფრიმენი, გვეუბნება: „ეს დინოზავრების ისტორიაა“. შთამბეჭდავი კადრებია! თრეილერი ასევე გვაჩვენებს სხვადასხვა ტიპის ცხოველს, რომლებიც დინოზავრებთან ერთად იზიარებდნენ სამყაროს, ისევე როგორც თავად დინოზავრების რამდენიმე განსხვავებულ სახეობას. „დინოზავრები“ არის ახალი დოკუმენტური სერიალი, რომლის მთხრობელი მორგან ფრიმენია და რომლის პრემიერაც 6 მარტს შედგება. პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერია სტივენ სპილბერგი (Amblin Entertainment) და ჯილდოს მფლობელი გუნდი, რომელმაც შექმნა „სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე“ (Life on Our Planet). სერიალი, რომელიც ოთხი ერთსაათიანი ეპიზოდისგან შედგება, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სასიამოვნო ხმის მფლობელის, მორგან ფრიმენის მიერ იქნება მოთხრობილი. გარდა ამისა, სერიალის პროდიუსერია ლეგენდარული სტივენ სპილბერგი, ასე რომ, სანახავად უკვე ორი შესანიშნავი მიზეზი გვაქვს. სხვა დეტალებთან ერთად, Netflix-მა სერიალის ლოგანიც გამოაქვეყნა: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „დინოზავრებში“ – ეპიკური მოგზაურობა დაკარგულ სამყაროში. აღმასრულებელი პროდიუსერის, სტივენ სპილბერგის, Amblin Documentaries-ისა და „სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე“-ის ჯილდოს მფლობელი გუნდის მიერ შექმნილი ეს ინოვაციური დოკუმენტური სერიალი ასახავს დინოზავრების აღზევებასა და დაცემას ასობით მილიონი წლის განმავლობაში.“ დენ ტეპსტერი, კით სქოული და ალასტერ ფოტერგილი თანა-შოურანერებად იმუშავებენ, სერიალის რეჟისორი ნიკ შულინგინ-ჯორდანია, ხოლო კომპოზიტორი – ლორნ ბალფი. სერიალის ვიზუალური ეფექტებისა და ანიმაციის უკან Industrial Light & Magic დგას. „დინოზავრების“ პრემიერა Netflix-ზე 6 მარტს შედგება.