
Netflix-მა ოფიციალურად დააანონსა ანიმაციური ფილმის, „KPop დემონებზე მონადირეების“ გრანდიოზული საკონცერტო ტურნე. Golden World Tour სტარტს 2027 წლის 5 ივნისს ბალტიმორში აიღებს და ორი წლის განმავლობაში მსოფლიოს 50-მდე ქალა…
Netflix-მა ოფიციალურად დააანონსა ანიმაციური ფილმის, „KPop დემონებზე მონადირეების“ გრანდიოზული საკონცერტო ტურნე. Golden World Tour სტარტს 2027 წლის 5 ივნისს ბალტიმორში აიღებს და ორი წლის განმავლობაში მსოფლიოს 50-მდე ქალაქს მოივლის. შოუ გაერთიანდება როგორც ანიმაციური პერსონაჟების გამოსვლებით, ისე ცოცხალი შესრულებით, ქორეოგრაფიითა და სპეცეფექტებით.
პროექტის კრეატიულ ხელმძღვანელად ემი თინქემი დაინიშნა. კონცერტებზე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, თავად ჩაერთოს შოუში, იცეკვოს და დაეხმაროს HUNTR/X-ის წევრებს დემონებთან ბრძოლაში. ბილეთების საყოველთაო გაყიდვა 20 ნოემბერს იწყება, თუმცა გულშემატკივრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება წინასწარი პრეზელ-ბილეთებიც.
სტატია ამ ფილმზეაKPop დემონებზე მონადირეები8.02025მსახიობები, თრეილერი, აღწერასრული ინფორმაცია →


