Netflix-ის „სიამაყე და ცრურწმენა“: პირველი კადრები ელიზაბეთ ბენეტისა და მისტერ დარსის ეპიკურ ვნებას გვპირდება
Netflix-მა ჯეინ ოსტინის საკულტო რომანის, „სიამაყე და ცრურწმენის“, მომავალი სატელევიზიო ადაპტაციის თიზერი გამოაქვეყნა. პირველი კადრების მიხედვით, ემო კორინისა და ჯეკ ლოუდენის გმირებს შორის ვნება ეპიკურ მასშტაბებს მიაღწევს. ემო კორინი ელიზაბეთ ბენეტის როლს „ერთხელ ცხოვრებაში მიღებულ შესაძლებლობად“ აფასებს.
მოჯადოებულები დავრჩით Netflix-ის მომავალი სატელევიზიო ადაპტაციის – „სიამაყე და ცრურწმენა“ – თიზერით. პირველი კადრების მიხედვით, როგორც ჩანს, მზადება უნდა დავიწყოთ ემა კორინის ელიზაბეთ ბენეტსა და ჯეკ ლოუდენის მისტერ დარსის შორის ეპიკური მასშტაბის ვნებისთვის. ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ მსგავს მოლოდინს ჯეინ ოსტინის საკულტო ისტორიის ნებისმიერი ადაპტაციისგან, იქნება ეს ფილმის თუ სერიალის სახით.
„ელიზაბეთ ბენეტის როლის თამაში ერთხელ ცხოვრებაში მიღებული შესაძლებლობაა“, – განაცხადა კორინმა. – „ამ საკულტო პერსონაჟის გაცოცხლება ოლივიას [კოლმანი] და ჯეკთან ერთად, დოლი [ალდერტონის] ფენომენალური სცენარების დახმარებით, მართლაც უდიდესი პატივია. მოუთმენლად ველოდები, რომ ახალი თაობა ამ ისტორიას თავიდან შეუყვარდება.“
თეგები
წყარო:
www.tvinsider.com