Netflix-მა გამოაქვეყნა პირველი თრეილერი დამაინტრიგებელი დოკუმენტური სერიალისთვის, რომელიც მედია მაგნატ რუპერტ მერდოკის მემკვიდრეობისთვის კულისებს მიღმა გამართულ ბრძოლას აღწერს. „დინასტია: მერდოკები“ არის ოთხნაწილიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც დეტალურად ასახავს ბრძოლას Fox News-ის მაგნატის იმპერიის კონტროლის მოსაპოვებლად. სერიალი ათასობით გვერდი დოკუმენტს, ელფოსტასა და ტექსტურ შეტყობინებას ეფუძნება. „დინასტია“ წარმოადგენს „რუპერტ მერდოკის აღმასვლის ამომწურავ ისტორიას, ფოკუსირებულია რა მას, მის არჩეულ მემკვიდრე ლაკლანსა და რუპერტის სამ სხვა ზრდასრულ შვილს: ჯეიმს მერდოკს, ელიზაბეტ მერდოკსა და პრუდენს მაკლეოდს შორის ათწლეულების განმავლობაში არსებულ დაძაბულობაზე.“ ოფიციალური აღწერილობიდან: „ეს ლიმიტირებული სერიალი ავლენს ოჯახის პირად მანქინაციებს, რომელიც ძალაუფლებამ, პოლიტიკამ და მამის სიყვარულის სასოწარკვეთილმა სურვილმა გაანადგურა. მაშინ როცა რუპერტ მერდოკმა 80 წელზე მეტი დახარჯა იმპერიის ასაშენებლად, რომელიც მთავრობებსა და დემოკრატიებს აყალიბებს, სერიალი საბოლოო კითხვას სვამს: არის თუ არა დინასტია ოჯახი თუ ბიზნესი?“ თრეილერში (იხილეთ ქვემოთ) აშკარაა შედარებები HBO-ს „მემკვიდრეობასთან“ – რომელიც თავადაც მერდოკების ოჯახით იყო შთაგონებული. ერთი დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ „ეს „მემკვიდრეობის“ ეპიზოდს ჰგავს“ და რომ მერდოკი „შვილებს კი არ ზრდიდა, არამედ შესაძლო მემკვიდრეებს“, ასევე „ეს ოჯახური კამათია სტეროიდებზე, რომელსაც უზარმაზარი გავლენა აქვს ჩვენს პოლიტიკასა და ცხოვრებაზე.“ დოკუმენტური ფილმის რეჟისორია ლიზ გარბუსი. ის მოიცავს ინტერვიუებს ჟურნალისტებთან, რომლებიც აშუქებდნენ ოჯახის გამომჟღავნებულ სამართლებრივ ბრძოლას, მათ შორის New York Times-ის ჟურნალისტებთან ჯიმ რუტენბერგთან და ჯონათან მალერთან, ასევე Fox News-ის ყოფილ თანამშრომლებთან. „დინასტია: მერდოკები“ Netflix-ზე 13 მარტს გამოვა.