Netflix-მა სერიალი „მის ზღვარზე“ (Finding Her Edge) მეორე სეზონით განაახლა
Netflix-მა პოპულარული ახალგაზრდული დრამა „მის ზღვარზე“ მეორე სეზონით განაახლა. სერიალი, რომელიც ჯენიფერ იაკოპელის რომანზეა დაფუძნებული, პირველი სეზონის პრემიერისთანავე სტრიმინგ პლატფორმის ტოპ 10-ში მოხვდა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. სიუჟეტი რუსოს დების ისტორიას მოგვითხრობს ფიგურულ სრიალში, სადაც სიყვარული, ოჯახი და სპორტული ამბიციები ერთმანეთს ერწყმის.
4 თებერვალი, 2026 წელი.
სერიალი „მის ზღვარზე“ (Finding Her Edge) ყინულზე მეორე სეზონით ბრუნდება. Netflix-მა ჯენიფერ იაკოპელის რომანზე დაფუძნებული ახალგაზრდული დრამა მეორე სეზონით განაახლა. პირველი სეზონის პრემიერა იანვარში შედგა და ის მალევე მოხვდა სტრიმინგ სერვისის ტოპ 10-ში.
მედელინ კის, ჰარმონ უოლშ, ალექსანდრა ბიტონ, კალ ამბროზიჩ, ოლი ატკინს, მერედით ფორლენზა, ელის მალახოვა, ნიკო ცეცი და მილი დევის ასრულებენ მთავარ როლებს სერიალში, რომელიც რუსოს დების ისტორიას მოგვითხრობს.
Netflix-მა სერიალის განახლების შესახებ შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა: „Netflix დღეს აცხადებს, რომ „მის ზღვარზე“ მეორე სეზონით განახლდა. ახალგაზრდული სერიალის პირველი სეზონი 22 იანვარს გამოვიდა და Netflix-ის ინგლისური სატელევიზიო ტოპ 10-ში მოხვდა, სადაც მისი გამოსვლის დღიდან დარჩა და ამ კვირაში #3 პოზიციამდე აიწია. მან ტოპ 10-ში 81 ქვეყანაში შეაღწია და ამჟამად 12 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. სერიალი მოგვითხრობს სამ რუსოს დაზე, რომლებიც ფიგურული სრიალის გაჭირვებული დინასტიის მემკვიდრეები არიან. შუათანა და, ჩვიდმეტი წლის ადრიანა, მსოფლიო ჩემპიონატისთვის ახალ პარტნიორ ბრეიდენთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა კვლავ აქვს გრძნობები თავისი პირველი სიყვარულისა და ყოფილი პარტნიორის, ფრედის მიმართ. მისი ცხოვრება რთულდება, როდესაც ის და ბრეიდენი ყინულის მიღმა თავს წყვილად წარმოაჩენენ, რათა სპონსორობა მოიპოვონ და ფინანსურად გაჭირვებული რუსოს ყინულის მოედანი გადაარჩინონ.“
სერიალის შოურანერმა ჯეფ ნორტონმა განახლების შესახებ თქვა: „ჩემი მიზანი იყო შეგვექმნა სიყვარულზე სერიალი, რომელშიც პერსონაჟები რთულ გზას გადიან როგორც ცხოვრებაში, ასევე სპორტში. ნამდვილი საჩუქარია ასეთ ნიჭიერ მსახიობებთან მუშაობა, რათა Netflix-ისა და WildBrain-ის მხარდაჭერით ამ პერსონაჟების ისტორიები მეორე სეზონში გავაგრძელოთ. დარწმუნებული ვარ, ფანები აღფრთოვანებულები იქნებიან, როდესაც უფრო ღრმად ჩავუღრმავდებით ორ სასიყვარულო სამკუთხედს, რომლებიც ჩვენი შოუს მთავარი ხაზია – რომანტიკულსა და საოჯახოს. ბევრი დრამა გველოდება როგორც ყინულზე, ასევე მის მიღმა.“
ავტორმა ჯენიფერ იაკოპელიმ სერიალის მეორე სეზონით დაბრუნებაზე ისაუბრა. მან განაცხადა: „ძალიან ბედნიერი ვარ იმ გამოხმაურებით, რაც „მის ზღვარზე“-მა მსოფლიოს მაყურებლისგან მიიღო. ჩემი წიგნის გაცოცხლება და იმის ყურება, თუ როგორ შეუყვარდა მსოფლიოს ჩემი პერსონაჟები, ოცნების ასრულება იყო და ახლა ეს ოცნება მეორე სეზონით გრძელდება! მოუთმენლად ველოდები, როდის ნახავს აუდიტორია, რა ელის ადრიანას, ბრეიდენს, ფრედის და რუსოს გუნდის დანარჩენ წევრებს!“
მესამე სეზონის პრემიერის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
თეგები
წყარო:
tvseriesfinale.com