Netflix-მა „სიამაყე და ცრურწმენა“-ს ადაპტაციის თიზერ-ტრეილერი გამოაქვეყნა: დეტალები ახალი სერიალის შესახებ
Netflix-მა ჯეინ ოსტინის კლასიკური რომანის „სიამაყე და ცრურწმენა“ ახალი ადაპტაციის თიზერ-ტრეილერი წარმოადგინა. 6-ეპიზოდიან სერიალში მთავარ როლებს „გვირგვინის“ ვარსკვლავი ემა კორინი და „ნელი ცხენების“ ვარსკვლავი ჯეკ ლოუდენი შეასრულებენ. ადაპტაცია 2026 წლის შემოდგომაზე გამოვა და კლასიკური რომანის ერთგულ ვერსიას გვპირდება.
Netflix-მა საბოლოოდ გამოაქვეყნა თიზერ-ტრეილერი „სიამაყე და ცრურწმენის“ მომავალი სერიალ-ადაპტაციისთვის, რომელიც ჯეინ ოსტინის საყვარელ რომანზეა დაფუძნებული.
6-ეპიზოდიანი ადაპტაციის მთავარ როლებს შეასრულებენ „გვირგვინის“ ვარსკვლავი ემა კორინი ელიზაბეტ ბენეტის როლში და „ნელი ცხენების“ ვარსკვლავი ჯეკ ლოუდენი მისტერ დარსის როლში. ადაპტაცია აღწერილია, როგორც ერთგული და კლასიკური. მინისერიალის სცენარი დაწერა დოლი ოლდერტონმა, რეჟისორი კი ევროს ლინია. აღმასრულებელი პროდიუსერები არიან ლაურა ლანკესტერი, უილ ჯონსტონი და ლუიზ მატერი Lookout Point-დან, ასევე ოლდერტონი და ლინი. მთავარი როლის გარდა, კორინი ასევე აღმასრულებელი პროდიუსერის ფუნქციასაც ასრულებს, პროდიუსერად კი ლიზა ოსბორნია დასახელებული.
სერიალი 2026 წლის შემოდგომაზე გამოვა. ვიდეოში პირველად ჩანს კორინის ელიზაბეტი და ლოუდენის მისტერ დარსი, ასევე წარმოდგენილია პერსონაჟების თაყვანისმცემლების საყვარელი მომენტები, მათ შორის წყვილის საკულტო ცეკვის მცირე მონაკვეთი ბალზე.
ახალ სატელევიზიო ადაპტაციაში ასევე ითამაშებენ: ოლივია კოლმანი – ქალბატონი ბენეტის როლში, რუფუს სიუელი – მისტერ ბენეტის როლში, ფრეია მეივორი – ჯეინ ბენეტის როლში, ჯეიმი დემეტრიუ – მისტერ კოლინზის როლში, დერილ მაკკორმაკი – მისტერ ბინგლის როლში, ლუი პარტრიჯი – მისტერ უიკჰემის როლში, რეა ნორვუდი – ლიდია ბენეტის როლში, სიენა კელი – ქეროლაინ ბინგლის როლში, ფიონა შოუ – ლედი ქეთრინ დე ბურგის როლში, ჰოუპი პერიში – მერი ბენეტის როლში და ჰოლი ევერი – კიტი ბენეტის როლში.
სიუჟეტი მოგვითხრობს ელიზაბეტ ბენეტზე, ინტელექტუალურ, მაგრამ ჯიუტ ახალგაზრდა ქალზე, რომელსაც მდიდარი და ამპარტავანი მისტერ დარსი შეუყვარდება, მიუხედავად იმისა, რომ მასზე თავიდან უარყოფითი შთაბეჭდილება შეექმნა.
რომანის ყველა წინა ადაპტაციიდან, დღემდე ყველაზე პოპულარულია 2005 წლის ფილმი კირა ნაითლისა და მეთიუ მაკფადიენის მონაწილეობით, რომელმაც ნაითლის ოსკარის ნომინაციაც მოუტანა საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში.
თეგები
წყარო:
www.comingsoon.net