გამოვიდა One Piece-ის მე-2 სეზონის ახალი ტრეილერი. One Piece-ის ლაივ-ექშენ ვერსიის პრემიერა Netflix-ის სტრიმინგ სერვისზე 2023 წელს შედგა. სერიალი, რომელიც მეთ ოუენსმა და სტივენ მაედამ შექმნეს, არის 1997 წლის პოპულარული მანგას ადაპტაცია და მასში მთავარ როლს ინიაკი გოდოი მაიმუნ დ. ლუფის სახით ასრულებს. One Piece-ის ლაივ-ექშენ ვერსიის მეორე სეზონის ოფიციალური სინოფსისი ასეთია: „ლუფი და ჩალისქუდიანები გეზს იღებენ არაჩვეულებრივი გრანდ ლაინისკენ — ზღვის ლეგენდარული მონაკვეთისკენ, სადაც საფრთხე და საოცრება ყოველ ნაბიჯზე ელოდებათ. ამ არაპროგნოზირებად სამყაროში მოგზაურობისას, მსოფლიოს უდიდესი საგანძურის საძიებლად, ისინი შეხვდებიან უცნაურ კუნძულებსა და უამრავ ძლიერ ახალ მტერს.“ გოდოის გარდა, One Piece-ის მთავარ სამსახიობო შემადგენლობაში შედიან: ემილი რადი ნამის როლში, მაკენიუ რორონოა ზოროს როლში, ჯეიკობ გიბსონი უსოპის როლში, ტაზ სკაილარი სანჯის როლში, ვინსენტ რიგანი მაიმუნ დ. გარპის როლში, ჯეფ უორდი კლოუნი ბაგის როლში და მორგან დევისი კობის როლში. ახალი მსახიობები, რომლებიც თავგადასავალს მე-2 სეზონში უერთდებიან, არიან: მიქაელა ჰუვერი ტონი ტონი ჩუპერის როლში, რიგო სანჩესი დრაგონის როლში, იონდა თომასი იგარამის როლში, ჯეიმს ჰიროიუკი ლიაო იპონმაცუს როლში, სოფია ენ კარუზო მის გოლდენვიკის როლში, მარკ პენვილი ჩესის როლში, ანტონ დევიდ ჯეფტა კ.მ.-ის როლში, ჩარიტრა ჩანდრანი მის ვენსდეის როლში, სენდჰილ რამამურთი ნეფერტარი კობრას როლში, ქეითი საგალი დოქტორ კურეჰას როლში, მარკ ჰარელიკი დოქტორ ჰირილუკის როლში, დენიელ ლასკერი მისტერ 9-ის როლში, ქამრუს ჯონსონი მისტერ 5-ის როლში, ჯაზარა ჯასლინი მის ვალენტაინის როლში, დევიდ დასტმალჩიანი მისტერ 3-ის როლში, ვერნერ კოეცერი დერის როლში, ბრენდან მიურეი ბროგის როლში, კლაივ რასელი კროკუსის როლში, კალუმ კერი სმოკერის როლში, ჯულია რეხვალდი ტაშიგის როლში, რობ კოლეტი ვაპოლის როლში, ტაი კიოგი დალტონის როლში, ჯო მანგანიელო მისტერ 0-ის როლში და ლერა აბოვა მის ოლ-სანდეის როლში. One Piece-ის მე-2 სეზონის პრემიერა Netflix-ზე 2026 წლის 10 მარტს შედგება. ინფორმაცია თავდაპირველად ბრენდონ შრერმა SuperHeroHype-ზე გაავრცელა.