„ოზის ჯადოქარი“ ტელეეკრანებზე 25-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება
ჯუდი გარლანდის მონაწილეობით საკულტო ფილმი „ოზის ჯადოქარი“ ტელევიზიით 1998 წლის შემდეგ არ გასულა. ეს შეიცვლება მიმდინარე ოქტომბერში, როდესაც MeTV-ის ეთერში გავა 1939 წლის საყვარელი საოჯახო ფილმი, დაუჭრელად, არხის ყოველწლიური Halloween BOO-Nanza პროგრამის ფარგლებში.
ბევრისთვის, ბავშვობაში ტელევიზიით ფილმ „ოზის ჯადოქრის“ ყურება ყოველწლიური ტრადიცია იყო – მაგრამ ჯუდი გარლანდის კლასიკა სამაუწყებლო ტელევიზიით 1998 წლის 9 მაისის შემდეგ ფაქტობრივად არ გასულა. ეს ყველაფერი შეიცვლება მიმდინარე ოქტომბერში, როდესაც MeTV საყვარელ 1939 წლის საოჯახო ფილმს ყოველგვარი მონტაჟის გარეშე გადასცემს, როგორც მათი ყოველწლიური, ერთთვიანი MeTV Halloween BOO-Nanza პროგრამის ბლოკის ნაწილს.
წყარო:
www.tvinsider.com