ფილმ „მისტერ ოსომაცუს“ მეორე ლაივ-ექშენ ნაწილის გამოსვლის თარიღი 12 ივნისისთვის გადაიდო
ფილმ „მისტერ ოსომაცუს“ (Osomatsu-san) ფრენჩაიზის მეორე ლაივ-ექშენ ნაწილის გამოსვლის თარიღი 12 ივნისისთვის გადაიდო. თავდაპირველად ფილმი 9 იანვარს უნდა გამოსულიყო, თუმცა გადაიდო მსახიობ კეიტა რიჩარდ კუსამას დაპატიმრების გამო, რომელსაც უხამსი ქმედება ედება ბრალად. ამ მოვლენის გამო, სატელევიზიო კომპანიებმა მისი მონაწილეობით შოუების ტრანსლირება შეაჩერეს.
ფილმ „მისტერ ოსომაცუს“ (Osomatsu-san) ფრენჩაიზის მეორე ლაივ-ექშენ ნაწილის ოფიციალურმა ვებსაიტმა ორშაბათს განაცხადა, რომ ფილმის გამოსვლა 12 ივნისისთვის გადაიდო. ვებგვერდმა ასევე წარმოადგინა ფილმიდან კიდევ ორი კადრი.
ვებსაიტმა ჯერ კიდევ 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ ფილმის დაგეგმილი გამოსვლა 9 იანვრიდან გადაიდო სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ.
ტოკიოს პოლიციამ 4 ოქტომბერს დააკავა ჯუშიმაცუს (Jushimatsu) მსახიობი და იაპონური ბოიბენდის „Ae! Group“-ის წევრი, კეიტა რიჩარდ კუსამა (Keita Richard Kusama), უხამსი ქმედების ბრალდებით.
სტრიმინგ სერვისმა TVer-მა იმავე დღეს განაცხადა, რომ შეაჩერებდა ჯგუფის პროგრამის „Ae! Group no Q & Ae!“ ტრანსლირებას. NTV-მ ასევე შეცვალა მიმდინარე თვის დასაწყისში თავისი შოუს „The! Tetsuwan! Dash!!“ ერთ-ერთი ეპიზოდის შინაარსი, სადაც კუსამას გამოჩენა იყო დაგეგმილი.
მეორე ფილმის ექვსი ტყუპისცალის ახალი მსახიობები კანზაის რეგიონიდან არიან. ჯგუფ „Snow Man“-ის წევრები, კიდევ ერთი პოპულარული აიდოლ ჯგუფი Johnny & Associates-იდან (ამჟამად ცნობილი, როგორც Starto Entertainment), მონაწილეობდნენ პირველ ლაივ-ექშენ ფილმში.
ახალ ფილმს რეჟისორი ტაისუკე კავამურა (Taisuke Kawamura) უძღვება (ცნობილია ლაივ-ექშენ „კურაგეჰიმე“ და „ნოდამე კანტაბილე საიშუ გაკუშო“-ს რეჟისორობით), სცენარის ავტორი კი ტაკაიუკი ტაკუმაა (Takayuki Takuma).
პირველი ლაივ-ექშენ ფილმი 2022 წლის მარტში გამოვიდა. ანიმეს მეოთხე სეზონის პრემიერა ტელევიზიით 8 ივლისს შედგა.
წყაროები: Comic Natalie, ლაივ-ექშენ ფილმ „მისტერ ოსომაცუს“ ვებგვერდი.