კვირას გამართულ ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის ჩემპიონატის, სუპერ ბოულ LX-ის თამაშზე, Pokémon-მა თავისი 30 წლის იუბილე სარეკლამო რგოლით დაიწყო, რომელიც კითხვას სვამს: „რომელია შენი ფავორიტი?“ რეკლამაში მონაწილეობენ მუსიკოსები ლედი გაგა, ჯისუ და იანგ მიკო, ასევე კომიკოსი ტრევორ ნოა, F1-ის მრბოლელი შარლ ლეკლერი, ფეხბურთელი ლამინ იამალი და მსახიობი მაიტრეი რამაკრიშნანი. კომერციულ რგოლში ასევე ნაჩვენებია ლედი გაგა, რომელიც მღერის თავის საყვარელ პოკემონთან, ჯიგლიპაფთან ერთად. წლევანდელ სუპერ ბოულზე „ნიუ ინგლანდ პეტრიოტსი“ და „სიეტლ სიჰოუკსი“ ერთმანეთს სანტა კლარაში, კალიფორნიაში, Levi's Stadium-ზე დაუპირისპირდნენ. „სიჰოუკსმა“ „პეტრიოტსთან“ უპირატესობა მთელი თამაშის განმავლობაში შეინარჩუნა. მიუხედავად იმისა, რომ „პეტრიოტსმა“ თამაშის მეოთხე მეოთხედში ქულების შემცირება სცადა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა „სიჰოუკსის“ უპირატესობის დასაძლევად. „სიჰოუკსმა“ „პეტრიოტსი“ 29-13 დაამარცხა. მატჩისწინა შოუ კალიფორნიულმა როკ-ჯგუფმა Green Day-მ შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ლედი გაგა და იანგ მიკო პუერტო-რიკოელი რეპერისა და მომღერლის Bad Bunny-ის ტაიმთ შოუზეც გამოჩნდნენ, სტუმრებთან კაროლ ჯისთან, კარდი ბისთან, რიკი მარტინთან, პედრო პასკალთან, ჯესიკა ალბასთან და სხვებთან ერთად. წყაროები: Pokémon-ის X/Twitter-ის ანგარიში, Pokémon-ის YouTube არხი