პარასკევს, პოკემონის დღეს გამართულმა „Pokémon Presents“-ის ლაივსტრიმმა ფრანჩაიზის ახალი მთავარი თამაშები – „Pokémon Winds“ და „Pokémon Waves“ – დააანონსა. ორივე Nintendo Switch 2-ზე მსოფლიოს მასშტაბით 2027 წელს გამოვა. მრავალი პოკემონისა და სათამაშო ტრენერის ჩვენებასთან ერთად, ვიდეოში სამი სტარტერ პოკემონიც წარმოადგინეს: ბალახის ტიპის ბროუტი (Browt) (იაპონურად ჰაბურო - Haburō), ცეცხლის ტიპის პომბონი (Pombon) (პომუკენ - Pomuken) და წყლის ტიპის გეკუა (Gecqua) (მიორიი - Miorii). „Pokémon Winds“ და „Pokémon Waves“ სერიის მე-10 თაობას წარმოადგენს. თამაშებს კვლავ GAME FREAK ავითარებს. თამაშებში წარმოდგენილია ორი კოსტუმირებული პიკაჩუ, სახელად Mr. Windychu და Ms. Wavychu. ამ პოკემონის დღეს ფრანჩაიზის 30 წლის იუბილე აღინიშნა. „Pokémon Scarlet“ და „Violet“ თამაშები Switch-ზე მსოფლიოს მასშტაბით 2022 წლის ნოემბერში გამოვიდა. „Pokémon Legends Z-A“ თამაში Nintendo Switch-ისა და Switch 2-ისთვის 16 ოქტომბერს გამოვიდა. წყარო: Pokémon Presents