ყოფილი ბავშვი ვარსკვლავი კიბოსთან ხუთწლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. ლორენ ჩაპინი, მსახიობი, რომელიც ყველაზე ცნობილია სერიალიდან „მამამ ყველაფერი იცის“ (Father Knows Best) ქეთი „კიტენ“ ანდერსონის როლით, სამშაბათს კიბოსთან ხუთწლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. ის 80 წლის იყო. მისმა ვაჟმა, მეთიუმ, დედის გარდაცვალების შესახებ Facebook-ზე განაცხადა. „ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ხანგრძლივი და მძიმე ბრძოლის შემდეგ, დრო დადგა. დედაჩემი ლორენ ჩაპინი დღეს საღამოს კიბოსთან ბრძოლის შედეგად გარდაიცვალა“, - წერს ის. „ამ წუთას სრულიად უსიტყვოდ ვარ. გთხოვთ, თქვენს ფიქრებსა და ლოცვებში გყავდეთ ჩემი და და ოჯახი, რადგან ამ წარმოუდგენლად რთელ დროს გავდივართ.“ ლოს-ანჯელესში 1945 წლის 23 მაისს დაბადებული ჩაპინი ნამდვილ ბავშვთა ვარსკვლავად იქცა, როდესაც ცხრა წლის ასაკში 1950-იანი წლების სიტკომში „მამამ ყველაფერი იცის“ (Father Knows Best) რობერტ იანგისა და ჯეინ უაიატის ჯიმისა და მარგარეტ ანდერსონების შვილებისგან ერთ-ერთის, ქეთი ანდერსონის როლი მიიღო. შოუს ექვსი სეზონის განმავლობაში, ჩაპინმა ხუთი „უმცროსი ემი“ (Junior Emmy) მოიგო საუკეთესო ბავშვი მსახიობისთვის თავისი შესრულებისთვის. მისი ორი ძმა, ბილი („მონადირის ღამე“) და მაიკლი („ეს მშვენიერი ცხოვრებაა“), ისევე როგორც ის, ბავშვი ვარსკვლავები იყვნენ. „მამამ ყველაფერი იცის“ 1960 წელს დასრულების შემდეგ, ჩაპინმა სტუმრის როლი შეასრულა „ჯენერალ ელექტრიკ თეატრის“ ერთ ეპიზოდში, სანამ ეკრანული მსახიობობისგან 16-წლიან პაუზას აიღებდა. სატელევიზიო კარიერის მიღმა, ჩაპინმა 16 წლის ასაკში სკოლა მიატოვა. ის საჯაროდ ვრცლად ისაუბრა გვიანდელ შოუებში, სატელევიზიო სპეციალურ გადაცემებსა და სხვა პლატფორმებზე თავის პირად ბრძოლებზე და ჰოლივუდის დიდების ბნელ მხარეზე, განსაკუთრებით ბავშვობისას. საბოლოოდ, ის გახდა ორგანიზაცია „მცირე მოსაზრების“ (A Minor Consideration) დირექტორთა საბჭოს დამფუძნებელი წევრი, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ბავშვი მსახიობების მოვლა-დაცვას ეძღვნება. 1980-იან წლებში ჩაპინი საბროკერო ფირმაში მუშაობდა და ბუნებრივი მშობიარობის ტექნიკას ასწავლიდა. ის ასევე მუშაობდა ნიჭიერთა მენეჯერად და დაეხმარა ახალგაზრდა ჯენიფერ ლავ ჰიუიტის განვითარებადი კარიერის ზედამხედველობაში. ის ასევე იყო ლიცენზირებული და ხელდასმული ევანგელისტი და 1989 წელს დაწერა ავტობიოგრაფია თავისი ცხოვრების შესახებ, სახელწოდებით „მამამ ნამდვილად იცის ყველაფერი“ (Father Does Know Best). ჩაპინს დარჩა მისი ვაჟი მეთიუ, ქალიშვილი სამერი და ძმა მაიკლი.