ხშირად „სხეულებრივ ჟანრებად“ მოხსენიებულ კომედიასა და საშინელებათა ფილმებს, მაყურებელზე მათი რადიკალურად განსხვავებული ზემოქმედების მიუხედავად, იმაზე მეტი საერთო აქვთ, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. ორივეს შეუძლია მაყურებელში უნებლიე ფიზიკური რეაქციის გამოწვევა. ის, თუ როგორ გადაიქცევა ხმამაღალი სიცილი შეშინებულ კივილად და პირიქით, საშინელებათა კომედიის ჟანრის ფილმებს ყველაზე გასართობს ხდის. საშინელებათა კომედიის ის ფილმები, რომლებიც ნამდვილად შემზარავია, ხშირად იყენებენ იუმორის ტერორად გარდაქმნის ტაქტიკას. მაყურებელი უსაფრთხოების წყაროს კომედიურ ეპიზოდში პოულობს, რაც შემდეგ ნებისმიერ „ჯამფსქეარს“ (მოულოდნელ შემზარავ ეპიზოდს) ან სხვა საშინელებათა ჟანრის კლიშეს უფრო ეფექტურს ხდის. საშინელებათა კომედიებში შიში და გართობა ხშირად გაუწონასწორებელია, რადგან თითოეული ფილმი მის კონკრეტულ ნარატივს მორგებულ ტონს ირჩევს. თუმცა, საუკეთესო საშინელებათა კომედიები იუმორსა და საშინელებას შორის ამ თხელ ზღვარზე თამაშობენ, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევს, იუმორი თავად საშინელებაში იპოვოს. საშინელებათა ფილმების უმეტესობას იმდენად აბსურდული წინაპირობები აქვს, რომ სხვაგვარად გადაღებისა და დამონტაჟების, აგრეთვე განსხვავებული მუსიკალური გაფორმების შემთხვევაში, ისინი კომედიურ ფილმებად გადაიქცეოდა. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია 2017 წლის ფილმი. ფილმ „ველოსიპასტორის“ სიუჟეტის მოკლე აღწერაც კი საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ ყოველ წამს კომედიას ელოდე. ფილმი მოგვითხრობს მღვდელ დუგ ჯონსზე (გრეგორი ჯეიმს კოჰანი), რომელიც ჩინეთში მიემგზავრება, რათა ავტოკატასტროფაში დაღუპული მშობლების უდროო სიკვდილთან შეეგუოს. შემდეგ ის აღმოაჩენს ველოსირაპტორად გადაქცევის უნარს და მას დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს. დუგი თავდაპირველად ყოყმანობს თავისი ძალების გამოყენებაზე, რადგან ისინი აშინებს. მაგრამ სექს-მუშაკი, რომელიც ასევე ნახევარ განაკვეთზე მომუშავე იურისტია და ექიმობაზე სწავლობს, არწმუნებს მას, რომ ძალები სიკეთისთვის გამოიყენოს. ამ დროს ისინი ხვდებიან ნინძებს, რომლებიც ეკლესიის მიერ არიან დაქირავებულნი, რათა საზოგადოებაში ნარკოტიკები გაავრცელონ და ამით მრევლის რაოდენობა გაზარდონ. „ველოსიპასტორში“ არცერთ ეტაპზე შეუძლებელია დარწმუნებით იწინასწარმეტყველო, რა მოხდება შემდეგ, და მიუხედავად იმისა, რომ მოყოლილი შესაძლოა საშინლად ჟღერდეს, სინამდვილეში ეს შესანიშნავი ფილმია, უდავო გასართობი ფაქტორით. „ველოსიპასტორის“ ყურების ერთ-ერთი სახალისო ნაწილია ცდა, რომ ერთმანეთთან დააკავშირო მოუწესრიგებელი ელემენტები და ერთი შეხედვით შემთხვევითი მოვლენები, რათა თანმიმდევრული ნარატივი აღმოაჩინო. ფილმის მრავალ მომენტში მაყურებელი აღმოჩნდება, რომ „ველოსიპასტორზე“ იცინის და არა მასთან ერთად, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ მისი ნულოვანი ბიუჯეტის შეზღუდვებმა დამაბნეველი და შოკისმომგვრელად გადაჭარბებული შემოქმედებითი გადაწყვეტილებები გამოიწვია. თუმცა, გეგების დაუნდობელ ზვავში არის ბრწყინვალება, რაც ყველაზე უკეთ ფილმის აშკარად გაზვიადებული კომედიური დიალოგის მეშვეობით ვლინდება. უცნაური პერსონაჟების სახელებიდან დაწყებული, ირონიული იუმორით დამთავრებული, სცენარი ისეთივე სახალისოა, როგორც ფილმის დაბალბიუჯეტიანი სპეცეფექტები. ამრიგად, დაბალი მოლოდინების მიუხედავად, „ველოსიპასტორი“ კარგი აღმოჩნდა მისი განზრახ გადაჭარბებული სიუჟეტის გამო. ის ასრულებს მაყურებლის გართობის დაპირებას, ხოლო უფრო გაპრიალებული პროდუქცია მას რესურსების უაზრო ხარჯვას დაამსგავსებდა. ყველა, ვინც „ველოსიპასტორი“ უყურა, დუგის მშობლების სიკვდილის სცენის ფანია. აფეთქების ხმის შემდეგ, ეკრანზე ჩნდება ტიტრი წარწერით „VFX: Car On Fire“ დამწვარი მანქანის ნაცვლად. ფილმს შეეძლო ყურადღება გაემახვილებინა დუგის სახის გამომეტყველებაზე, რომელიც უბედურ შემთხვევას უყურებს, მაგრამ ის მაინც ამ აბსურდულ ტიტრს გვაჩვენებს. მთელი ეს თანმიმდევრობა რეჟისორის ხალისიან მოწვევას ჰგავს, მივატოვოთ კინოს, როგორც თხრობის საშუალების, ყველა ცნობილი წინასწარი წარმოდგენა და უბრალოდ მივიღოთ მისი ფილმის აბსურდულობა. თუმცა, ასეთი ხრიკები მხოლოდ ნულოვანი ბიუჯეტის ფილმში გამოიყურება ჭკვიანურად. „ველოსიპასტორს“ არ ეშინია, რომ არასერიოზულად და დაუფინანსებლად მოეჩვენოს, რადგან ის ძირითადად მაყურებლის გაცინებაზეა ორიენტირებული. ადვილია იმის დანახვა, თუ რატომ არ აღაფრთოვანა „ველოსიპასტორმა“ კინოკრიტიკოსები, თუმცა მისი საშუალო შეფასება 59% მას Rotten Tomatoes-ზე თითქმის „ახალ“ სტატუსს ანიჭებს. ფილმის უცნაური მიდგომა სიუჟეტური წერტილების ერთმანეთთან დასაკავშირებლად, მოთხრობის მიზნით, იდეალურად გადმოსცემს, თუ როგორ იძლევა იდეის ბოლომდე მიყვანა, როგორი აბსურდულიც არ უნდა იყოს ის, თითქმის ყოველთვის გასართობ შედეგებს. მიუხედავად უცნაური წინაპირობისა, ფილმი უკიდურესად გასართობია და სამართლიანია იმედი, რომ ის მომავალშიც იარსებებს, როგორც იმის მტკიცებულება, თუ რამდენად ქაოტური და არასერიოზული შეიძლება იყოს საშინელებათა კომედია. „ველოსიპასტორი“ იმსახურებს ანდერგრაუნდული ფავორიტის რეპუტაციას, რომელსაც მისი ფანები აღნიშნავენ, როგორც იმის დემონსტრაციას, თუ როგორ ბრწყინავს ვნება შეზღუდული რესურსებითაც კი. შეკავებული კომედიის თვითრეფერენტული სტილი, რომელიც დღეს პოპულარული გახდა, 2020-იანი წლების მემკვიდრეობაში ჟანრის განმსაზღვრელი ფორმა იქნება. კომედია 2020-იანი წლების საყვარელი ჟანრია სიკვდილზე სასაუბროდ, მაგალითად, რაც გასაგებია მიმდინარე მოვლენების მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ „ველოსიპასტორის“ მსგავსი უკონტროლო კომედია ამგვარად, ტემპის ძალიან საჭირო ცვლილებაა. „ველოსიპასტორის“ ძალა მის დარწმუნებულობაში მდგომარეობს. მაყურებელი მოხიბლულია, რადგან ფილმი დარწმუნებულია თავის მრავალ გეგში და მათ უნარში, გამოიწვიოს სიცილი მაყურებელში. არ არსებობს არც ერთი ეპიზოდი, რომელიც გუნდისთვის ზედმეტად სულელური იქნება არასერიოზულად აღსაქმელად, და ფილმის შექმნაში ჩადებული ძალისხმევა კი მას ერთ-ერთ ყველაზე გასართობ საშინელებათა კომედიად აქცევს.