„შენ, ფეიერვერკი და დაპირება“: კაორი მადოს რომანის ანიმე ადაპტაცია 2026 წელს გამოვა
კაორი მადოს რომანის „შენ, ფეიერვერკი და დაპირება“ (შემოკლებით „კიმი-ჰანა“) ანიმე ფილმის ადაპტაციის პრემიერა 2026 წლის 17 ივლისს შედგება. მთავარ როლებს აიდოლ ჯგუფ timelesz-ის წევრი შორი სატო და მსახიობი ნანოკა ჰარა შეასრულებენ. ფილმი მოზარდობის ასაკის რომანტიკულ ამბავს მოგვითხრობს, რომელიც იაპონიის ერთ-ერთი უმსხვილესი ფეიერვერკების ფესტივალის ფონზე ვითარდება.
კაორი მადოს რომანი „შენ, ფეიერვერკი და დაპირება“ (Kimi to Hanabi to Yakusoku to, შემოკლებით „კიმი-ჰანა“) ანიმე ფილმად ადაპტირდება, რომლის პრემიერაც 2026 წლის 17 ივლისს შედგება. აიდოლ ჯგუფ timelesz-ის წევრი შორი სატო მთავარი გმირის, მაკოტო ნაცუმეს, როლს შეასრულებს, მსახიობი ნანოკა ჰარა (ცნობილი ფილმებიდან „სუზუმე“, „ოში ნო კო“ (ლაივ-ექშენი), „მიერუკო-ჩანი“) კი ჰეროინ აქი ჰაიამას განასახიერებს.
მოზარდობის ასაკის ამ რომანტიკული ისტორიის მოქმედება ვითარდება ნაგაოკას გრანდიოზული ფეიერვერკების ფესტივალის დროს, რომელიც იაპონიის სამ უმთავრეს ფეიერვერკების შოუში შედის და ყოველწლიურად ასობით ათას ვიზიტორს იზიდავს ნიიგატას პრეფექტურაში.
მაკაროს (ტოკიოელი სკოლის მოსწავლე, რომელსაც სოციალური უნარები და თავდაჯერებულობა აკლია) და აქის (პოპულარული, ლამაზი და ნიჭიერი სკოლის მოსწავლე, კლასის პრეზიდენტი) ნახატი აკავშირებთ, რომელიც ფეიერვერკების ჩვენებას ასახავს. ნახატის საიდუმლოსა და თავად ბედისწერის ანაბარა დარჩენილებს, ორ ახალგაზრდას შეზღუდულ დროში არჩევანის გაკეთება უწევთ.
ფილმის რეჟისორია კეი სუზუკი („ქალაქის მონადირე: ანგელოზის მტვერი“-ს ასისტენტი რეჟისორი, „ღმერთების კოშკი: პრინცის დაბრუნება“), პროდიუსერები არიან Synergy SP და The Answer Studio, ხოლო სცენარი კოჰეი მორიმ დაწერა. პერსონაჟების დიზაინი იუჯი ვატანაბეს ეკუთვნის („ფლაგ“-ის მოწვეული პერსონაჟების დიზაინერი, ანიმაციის რეჟისორი), პროექტი კი მიჩიჰიკო უმეზავამ („საფრთხეები ჩემს გულში“, „კუკუს წყვილი“) დაგეგმა და Shin-Ei Animation-თან ერთად შექმნა.
რომანი, აკამოკუს ილუსტრაციებით („გოგონა, რომელსაც გმირობა უნდა და გოგონა, რომელიც გმირი უნდა იყოს“), გამოსცა გამომცემლობა Shogakukan-ის Gagaga Bunko-ს შტამპმა 2025 წლის 18 დეკემბერს.
წყაროები: ფილმ „შენ, ფეიერვერკი და დაპირება“-ს ვებგვერდი, Comic Natalie.
თეგები