
ჩინეთში გავრცელებულმა ფილმის შურისმაძიებლები: დოქტორი დუმი სარეკლამო ბილბორდმა ფანებს შორის დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ყურადღებიანმა მაყურებელმა შეამჩნია, რომ კადრში თორის გარშემო ელვა ჩვეული ლურჯის ნაცვლად ყვითელი ფერისა…
ჩინეთში გავრცელებულმა ფილმის შურისმაძიებლები: დოქტორი დუმი სარეკლამო ბილბორდმა ფანებს შორის დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ყურადღებიანმა მაყურებელმა შეამჩნია, რომ კადრში თორის გარშემო ელვა ჩვეული ლურჯის ნაცვლად ყვითელი ფერისაა. ეს დეტალი გულშემატკივრებს აფიქრებინებს, რომ პერსონაჟი შესაძლოა ახალ ძალას, ე.წ. „ოდინის ძალას“ დაეუფლოს.
მიუხედავად თეორიებისა, ბევრი სკეპტიკურადაა განწყობილი. ნაწილი ფიქრობს, რომ ფერის ცვლილება მხოლოდ მხატვრული გადაწყვეტილებაა და არა სიუჟეტური მინიშნება. ოფიციალური დადასტურება ჯერ არ არსებობს, თუმცა თორის განვითარების ეს ვერსია კომიქსების მოყვარულებში უკვე აქტიურად განიხილება.
სტატია ამ ფილმზეაშურისმაძიებლები: დოქტორი დუმი2026მსახიობები, თრეილერი, აღწერასრული ინფორმაცია →


